ნადეჟდა კრუპსკაია – „ეპიზოდი”
ვლადიმერ ლენინის რევოლუციონერი მეუღლე – ნადეჟდა კრუპსკაია (1869-1939 წლები), ვისაც გიმნაზია ოქროს მედალზე ჰქონდა დამთავრებული, ქმრის მმართველობის პერიოდში უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა. გარდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობისა, იგი 1929-1939 წლებში სულაც განათლების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. (ავტორი გენია.ჯი) ახალგაზრდა თაობების კომუნისტური იდეოლოგიით აღზრდას სათავეში სწორედ რომ კრუპსკაია ედგა. გავლენიანი ქმრის გავლენიანი ცოლი მთელ საბჭოეთში კურირებდა განათლების სისტემას. მისი უშუალო ინიციატივით სკოლებში რამდენიმე წლის განმავლობაში აკრძალული გახლდათ ხალხური ზღაპრები. გარდა ამისა, იმ მოტივით, რომ კორნეი ჩუკოვსკის, ნიკოლოზ ლესკოვისა და სერგეი აკსაკოვის შემოქმედება მავნე ზეგავლენას ახდენდა ბავშვებში, მათი ლიტერატურული ქმნილებები ამოღებული იქნა სასწავლო პროგრამებიდან. სკოლებში ასევე აიკრძალა რელიგიური ლიტერატურაც. თუმცა ეს გასაკვირი მისი მხრიდან მართლაც რომ არ არის, რადგან ნადეჟდა კრუპსკაია ხომ ერთ-ერთ უმთავრეს მებრძოლს წარმოადგენდა რელიგიის წინააღმდეგ გაჩაღებულ უსასტიკეს და უსაზიზღრეს ბრძოლაში. ფაქტიურად, კრუპსკაია საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის ყველაზე წონად ცენზორს წარმოადგენდა წლების განმავლობაში. ამიტომაც უწოდებდნენ მას მრავლისმეტყველად – „ვიცე-მინისტრს”.
კრუპსკაიას სახელთან ასევე ასოცირდება ბაგა-ბაღების სისტემის დანერგვა „წითელ იმპერიაში”. იგი მიიჩნევდა, რომ ქალები არაფერს არ უნდა შეეფერხებინა მამაკაცებთან ერთად ეშენებინათ „ნათელი მომავალი”. ამ მიზნით მან საბჭოთა ქალებს შესაძლებლობა მისცა ბაგა-ბაღებში წაეყვანათ თავიანთი მცირეწლოვანი შვილები. თვითონ კი – „ნათელი მომავლის” შენებით დაკავებულიყვნენ. – (ავტორი გენია.ჯი)