ჰოვარდ ჰიუზი – „ეპიზოდი”
ავიაციის პიონერად წოდებული თავისი დროის ერთ-ერთი უმდიდრესი ამერიკელი მეწარმე და ინჟინერი – ჰოვარდ რობარდ ჰიუზი (1905-1976 წლები), ვისი ქონებაც 2 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული, სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ერთობ უცნაური ხასიათით გამოირჩა. (ავტორი გენია.ჯი) მას ჰიგიენის საკითხებში მართლაც რომ ორმაგი სტანდარტი დასჩემდა. ერთის მხრივ, ჰიუზი იშვიათად იღებდა აბაზანებს და თითქმის არასოდეს იჭრიდა ფრჩხილებს. შედეგად, ეს უმდიდრესი ადამიანი, საერთო ჯამში, ერთობ ჭუჭყიან და ბინძურ ადამიანად გამოიყურებოდა. მეორეს მხრივ კი, პირადი ჰიგიენისადმი აგდებული დამოკიდებულებით გამორჩეული კაცი, თავისი მსახურებისაგან მკაცრად მოითხოვდა პირადი ჰიგიენის დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში „ურჩი” მსახური სამსახურიდან თავისუფლდებოდა.
მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ჰოვარდი პარანოიით იყო შეპყრობილი, რაც მის უცნაურ ხასიათს განაპირობებდა. ამას სხვა რამდენიმე გარემოებაც ადასტურებს. კერძოდ, ჰიუზი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ მისი სატელეფონო ზარები სისტემატურად ისმინებოდა. გარდა ამისა, იგი ამტკიცებდა, რომ არავის ნდობა არ შეიძლებოდა ამ ქვეყნად. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ჰოვარდ ჰიუზის მსგავსად, პირადი ჰიგიენის დაცვით ასევე დიდად არ იწუხებდნენ თავს ისეთი ცნობადი პიროვნებები, როგორებიც გახლდნენ – კარლ მარქსი, მაო ძედუნი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი…