იცით თუ არა, რომ?!
1. მსოფლიო ლიტერატურის ქართველ ტიტანს – ვაჟა-ფშაველას, დაბადებისას იმდენად დიდი თმა ჰქონია თავზე, რომ თვალებსაც კი უფარავდა თურმე. „ჩემზე დიდი თმა ჰქონდა, როცა დამებადაო”. – ასე იხსენებდა ხოლმე საკუთარი ვაჟის დაბადებას ბარბალე ფხიკელაშვილი (ვაჟა-ფშაველას დედა) მოგვიანებით. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ კურდღლებს თვალებგახელილი სჩვევიათ ძილი. აღნიშნული გარემოება ერთი მიზეზით არის გამოწვეული: მათი თვალის ქუთუთოები იმდენად პატარაა, რომ თვალის კაკლებს ვერ უფარავენ.
* * *
3. პროლეტარებს – ძველ რომში ეძახდნენ ხალხს, რომლებიც არც მონები იყვნენ და არც ქონების პატრონები. ისინი მხოლოდ ჯამაგირის ხარჯზე ცხოვრობდნენ, ესე იგი, თავიანთ შრომას ჰყიდდნენ.
* * *
4. არქტიკის უმკაცრეს კლიმატურ პირობებში მობინადრე – პოლარულ მელას, მინუს 70 ცელსიუსი ტემპერატურის პირობებში ძალუძს არსებობის შენარჩუნება.
* * *
5. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, ჩვენს პლანეტაზე ავტომობილების რაოდენობა სამჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ადამიანებისა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. მეცნიერთა მტკიცებით, მთვარის მასა დედამიწის მასაზე 80-ჯერ მსუბუქია.
* * *
7. ბეჰემოთები (ჰიპოპოტამები) თავიანთ შვილებს ყოველთვის წყლის ქვეშ აჩენენ.
* * *
8. მტაცებელთა რიგის ისეთი პატარა თათითმავალი ცხოველი, როგორიცაა – ენოტი, ერთი უცნაური თვისებით გამოირჩევა: სანამ ჭამას დაიწყებდეს, ნებისმიერ საკვებს საგულდაგულოდ რეცხავს და ასუფთავებს.
* * *
9. ძველი საბერძნეთის ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც მონებს მარილზეც კი ცვლიდნენ იმდენად მაღალი ფასი გააჩნდა ამ უკანასკნელს.
* * *
10. პირველი ქალაქი მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში, რომლის მოსახლეობამაც მილიონს უწია ძვ.წ.აღ-ით 133 წელს, რომი გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)