პიერ ოგიუსტ რენუარი – „ეპიზოდი”
დიდი ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი და სკულპტორი – პიერ ოგიუსტ რენუარი (1841-1919 წლები), ვისმა ფუნჯმაც კაცობრიობის ხელთუქმნელ საგანძურს 6 000-ზე მეტი სახვითი ხელოვნების დიდებული ნიმუში შემატა, სამყაროს ცენტრში ყოველთვის და უპირველესად – ქალს აყენებდა. (ავტორი გენია.ჯი) მშვენიერი სქესის წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა და ინტერესი რომ ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდა, თავად რენუარიც აღიარებდა. „სიარული ჯერ კიდევ არ შემეძლო, რომ უკვე ქალის ნატურის ხატვა შემიყვარდაო”, – ამბობდა იგი.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სახვითი ხელოვნებით დაკავებას იგი პირდაპირ უკავშირებდა ქალთა მოდგმას, რასაც მისი შემდგომი სიტყვებიც კარგად მოწმობს – „ქალებს მკერდი რომ არ ჰქონოდათ, ხატვას ვერასოდეს ვერ შევძლებდი. რამდენიმე მათგანი კი სულაც ისეთია, მუხლის მოყრასაც რომ არ დავიშურებდი”. – (ავტორი გენია.ჯი)