სანდრო ბოტიჩელი – „ეპიზოდი”
ფლორენციელ ლამაზმანზე – სიმონეტა ვესპუჩიზე პლატონურად შეყვარებული გენიალური იტალიელი მხატვარი – ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი, იგივე – სანდრო ბოტიჩელი, ვისი შედევრალური ნამუშევრები დღეისათვის ათეულობით მილიონი დოლარი ღირს, სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდა. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდში მან თავის უსაყვარლეს ხელობას – ხატვასაც გაანება თავი, რამაც მისი ყოფითი ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა. „ხატვა – ცოდვიანი და ამაო საქმეაო”, – ირწმუნებოდა იგი. ბოტიჩელის ბიოგრაფთა გადმოცემით, რომ არა სანდროს ერთგული მეგობრებისაგან გაწეული დახმარება, აღორძინების ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს ხელოვანს, ვისმა მარჯვენამაც თვით სიქსტეს კაპელის მოხატვაში მიიღო მონაწილეობა, მართლაც რომ შიმშილით სიკვდილი არ ასცდებოდა. შედეგად, მეგობრების მიერ გაწეულმა დახმარებამ ბოტიჩელს სიცოცხლე რამდენადმე გაუხანგრძლივა.
66 წლის ასაკში მყოფი სანდრო ბოტიჩელი 1510 წლის 17 მაისს გამოეთხოვა წუთისოფელს. – (ავტორი გენია.ჯი)