ჟერარ დე ნერვალი – „ეპიზოდი”
ვიქტორ-მარი ჰიუგოს ნიჭისა და შემოქმედების ერთ-ერთ უდიდესი თაყვანისმცემელი ფრანგი რომანტიკოსი-პოეტი და პროზაიკოსი – ჟერარ ლაბრიუნი (1808-1855 წლები), ფსევდონიმით – ჟერარ დე ნერვალი, უკიდურესად ექსტრავაგანტული გამოხდომებით გამორჩეული პერსონა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც მოიხსენიებდნენ მას, როგორც – „დიდად ორიგინალური კაცი”. სხვა უამრავ უცნაურობებთან ერთად, დე ნერვალს ერთი არაჩვეულებრივი გატაცებაც გააჩნდა: იგი უბრალოდ აღმერთებდა ზღვის ათფეხა კიბოსნაირების ოჯახის ისეთ წარმომადგენლებს, როგორებიც გახლდნენ – ომარები. ფრანგი ლიტერატორი, ვინაც მკაცრად იცავდა ვეგეტარიანელობას, ომარებს გონიერ და მომხიბვლელ არსებებად განიხილავდა. იგი ღრმად იყო დარწმუნებული იმაშიც, რომ ოკეანის საიდუმლოებანი მათთვის ყველაზე კარგად იყო ცნობილი. შედეგად, ჟერარი კიბოსნაირებს საკვებ პროდუქტად არ განიხილავდა და არც არასოდეს შეექცეოდა მათ. ის კი არადა, ომარებით კვებას იგი – ბარბაროსობასა და კანიბალიზმთანაც კი აიგივებდა.
დე ნერვალის გატაცება იმდენად დიდი იყო კიბოსნაირთა წარმომადგენელთა მიმართ, რომ იგი ხშირად ათავისუფლებდა მათ წყალში ჩაშვებული ბადეების ქსელებისაგან. ასე რომ ვთქვათ, მეთევზეებს ნადავლს პარავდა. რამდენიმე ხანში ლიტერატორს გაუგეს „დანაშაული” და გაფრთხილებაც მისცეს. შედეგად, მან ომარების ფარულად განთავისუფლებაზე ხელი აიღო, თუმცა თავისი დამოკიდებულება მათ მიმართ არ შეუცვლია. მოგვიანებით ჟერარმა დიდი ზომის ომარი შეიძინა, რომელსაც სახელად – „ტიბო” დაარქვა. იგი თავის საყვარელ არსებას ისე დაასეირნებდა პარიზის ქუჩებში, როგორც ძაღლს ასეირნებენ ხოლმე. თავის მხრივ, გამვლელებში ნამდვილ შოკს იწვევდა ეგზომ უცნაური წყვილის ქუჩაში გამოჩენა.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები ექსტრავაგანტმა ფრანგმა ლიტერატორმა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა, სიღარიბეში გაატარა. დიდ გაჭირვებასა და ღრმა დეპრესიაში მყოფმა სხვა გამოსავალი რომ ვერ იპოვა, საბოლოო ჯამში, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა (თავი ჩამოიხრჩო). – (ავტორი გენია.ჯი)