პაულ ფლემინგი
პაულ ფლემინგი - დაიბადა 1609 წლის 5 ოქტომბერს ქალაქ ჰარტენშტაინში (საქსონიის ელექტორატი,რომელიც არსებობდა 1356-1806 წლებში და ერთი პერიოდი შედიოდა რომის საღვთო იმპერიის შემადგენლობაში).იგი გახლდათ დიდი გერმანელი პოეტი და თვალსაჩინო წარმომადგენელი გერმანული ლირიკული პოეზიისა,ბაროკოს ეპოქაში.პაულის მამა პასტორი იყო.დაწყებითი განათლება სახლში მიიღო,მამის ზედამხედველობის ქვეშ. (ავტორი გენია.ჯი) მალე სწავლას აგრძელებს გერმანიის ქალაქ მიტვაიდში.14 წლის ასაკში შესანიშნავი სწავლის შედეგად ჩარიცხულ იქნა პრესტიჟულ – “წმინდა თომას სახელობის ლაიპციგის სკოლაში”.1628 წელს კი ჩაირცხა ამავე ქალაქის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე.აღსანიშნავია,რომ პაული პროფესიით ექიმი იყო.უნივერსიტეტში სწავლა 1633 წელს დაასრულა და იმავე წელს მიწვეულ იქნა ცნობილი გერმანელი მოგზაურის,მათემატიკოსისა და ისტორიკოსის ადამ ოლეარის (1599-1671 წლები) მიერ ჰოლშტაინში (გერმანიის ისტორიული მხარე).1634 წლიდან მუშაობდა გერმანიის საელჩოში მოსკოვში,საიდანაც დაბრუნების შემდეგ რამდენიმე ხანი ჰოტორფის სასახლეში გაატარა და შემდეგ ტალინსაც ეწვია. (ავტორი გენია.ჯი) მალევე მივლინებულ იქნა სამუშაოდ სპარსეთის საელჩოში,რის გამოც 1637 წლის აგვისტოში ჩადის ისპაჰანში.ევროპაში დაბრუნების შემდგომ მიენიჭა დოქტორის ხარისხი,სამედიცინო სფეროში (ლეიდენის უნივერსიტეტში).მიუხედავად მისი ასეთი დატვირთული სამუშაო გრაფიკისა,პაული აქტიურად იყო ჩართული ლიტერატურულ მოღვაწეობაში.მისი პოეზია გავლენას განიცდიდა ანტიკური “ბუკოლიკებისაგან”.ნაწილი მისი პოეზიისა ეძღვნება საყოველთაოდ ცნობილ ისტორიულ მოვლენას – “ოცდაათწლოვან ომს” (1618-1648 წლები).ასეთი სახის პოეზიაში იგი გამოხატავდა სურვილს,ომის მალე დასრულებისა და შედეგებს ომის საშინელებისა.მოგვიანებით,პაული გადაწყვეტს დაბრუნდეს ტალუნში (რომელსაც გერმანელები და სკანდინავიელები მოიხსენიებდნენ,როგორც – რეველი),რათა დაქორწინდეს ადგილობრივი ვაჭრის ქალიშვილზე – ანა ნიჰუზენზე,თუმცა 1640 წლის 2 აპრილსს,გზაში (ჰამბურგში),პნევმონიის შედეგად გარდაიცვალა,ისე,რომ რეველამდე ჩასვლა ვერ მოასწრო.პაულ ფლემინგის პოეზია თარგმნილია სხვადასხვა უცხოურ ენებზე და იგი ერთ-ერთ თავლსაჩინო პოეტად არის მიჩნეული,ბაროკოს ხანის,გერმანული ლიტერატურისა. (ავტორი გენია.ჯი)