იდი ამინ დადა – „ეპიზოდი”
უგანდის „მუდვივი პრეზიდენტის” სტატუსის მქონე – იდი ამინ დადა (1925-2003 წლები), ვისაც საშუალო განათლებაც კი არ მიუღია თავის დროზე, ხილის განსაკუთრებულად მოყვარულ პერსონას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) აფრიკული ქვეყნის პირსისხლიანი დიქტატორი, რომლის რეპრესიებსაც 500 000-ზე მეტი მისი თანამემამულე შეეწირა, ყველაზე მეტად მაინც ფორთოხალს ეტრფოდა თურმე. „იდი ამინი ფორთოხლით მართლაც რომ შეპყრობილი გახლდათო”, – გადმოგვცემენ მისი ბიოგრაფები. უგანდის ოდიოზ პრეზიდენტს იმდენად უყვარდა ამ შესანიშნავი ხილით პირის გასველება, რომ ყოველდღიურად – 40 ცალ ფორთოხალს შეექცეოდა. იგი ირწმუნებოდა, რომ საწოლში სიამოვნების მიღება ამ ციტრუსოვანი ხილის გარეშე შეუძლებელიაო. ამ დროს კი ცნობილია, რომ ფორთოხალი არ შეიცავს არანაირ აფროდიზიაკებს, ანუ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ და ასტიმულირებენ სქესობრივ ლტოლვას ან მოქმედებას. შესაბამისად, იდი ამინი ტყუოდა. თუმცა ეს ტყუილი ყველაზე უწყინარი დანაშაული გახლდათ მის სისხლიან ბიოგრაფიაში. – (ავტორი გენია.ჯი)