დოროთეა ენგელბრეთსდათერი
დოროთეა ენგელბრეთსდათერი - დაიბადა 1634 წლის 16 იანვარს ბერგენში,იორგენსონ ენგელბრეიტისა და ანა ვრანგელის ოჯახში.იგი გახლდათ პირველი ნორვეგიელი მწერალი და პოეტი ქალბატონი ნორვეგიული ლიტერატურისა.დოროთეას მამა,ადგილობრივი სკოლის დირექტორი იყო,ხოლო მოგვიანებით კი ადგილიბრივი ტაძრის რექტორი.1652 წელს დაქორწინდა იმ გამოჩენილ ნორვეგიელ მწერალზე და ღვთისმეტყველზე ამბროსიუს-ჰარდენბეკზე,რომელიც ცნობილი იყო,დაკრძალვის ცერემონიებზე “ბოლო სიტყვით” წარმოთქმით. (ავტორი გენია.ჯი) მათ ცხრა შვილი შეეძინათ,მათ შორის ხუთი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი.მამის გარდაცვალების შემდგომ 1659 წელს,დოროთეა თავად ხდება ტაძრის რექტორი.1678 წელს პირველად დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამოიცა დოროთეას ლექსების კრებული,რომელშიც შედიოდა “ჰიმნები”,”ფსალმუნები” და “ბიბლიური თემატიკის” პოეზიის ნიმუშები.მისმა პირველმა კრებულმა დოროთეას უდიდესი წარმატება მოუტანა და მას მკითხველში დიდი პოპულარობითაც შესძინა.ამიტომ მიწვეულ იქნა დანიაში,სადაც წარდგენილ იქნა სამეფო ოჯახის წევრებთან.ამავე პერიოდში გაიცნო დანიური ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი პოეტ-ლირიკოსი დანიური – თომას ჰანსენ კინგო (1634-1703 წლები),რომელსაც დღემდე მოიხსენიებენ,როგორც – “დანიური პოეზიის მამა”.მათ ერთად იმპროვიზაცია გაუკეთეს რამდენიმე ლექსს.1683 წელს გარდაიცვალა დოროთეას მეუღლე.ამ უბედურების გარდა,მას სხვა უდიდესი ტრაგედიებიც დაატყდა თავს.ცხრა შვილიდან უბედურ დედას,შვიდი გარდაეცვალა,ხოლო ორი უგზო-უკვლოდ დაეკარგა.მის ცხოვრებაში განვითარებულმა საშინელმა ფაქტებმა,დოროთეას შემოქმედებაც დიდი ტკივილისა და მწუხარების აპოთეოზად აქცია.1685 წელს დაწერა პოემა “შეწირული ცრემლები”,რომელმაც იმდენად დიდი მოწონება ჰპოვა მკითხველში,რომ რამდენჯერმე კიდევ გახდა მისი გამოცემა საჭირო. (ავტორი გენია.ჯი) 1698 წელს გამოსცა ფსალმუნების კრებული – “ქრისტიანული გამომშვიდებება სამყაროზე”.ერთ-ერთი უდიდესი დანიური წარმომავლობის მქონე ნორვეგიელი მწერალი – ლუდვიგ ჰოლბერტი (1684-1754 წლები) წერდა,რომ “დოროთეა იყო ყველაზე დიადი ნორვეგიელი პოეტი ქალი”.აღსანიშნავია ისიც,რომ დოროთეა პირველი პროფესიონალი ნორვეგიელი მწერალი და პოეტი ქალი გახლდათ,ამ ქვეყნის ლიტერატურის ისტორიაში.დოროთეა ენგელბრეთსდათერი გარდაიცვალა 1716 წლის 19 თებერვალს,მშობლიურ ქალაქ ბერგენში.მისი შემოქმედება კი დღესაც დიდი მოწონებით სარგებლობს მკითხველში.შესაბამისად მის ხსოვნას და შემოქმედებას კვლავაც უდიდეს პატივს მიაგებენ ნორვეგიაში. (ავტორი გენია.ჯი)