ფრანსუა ვიიონი – „ეპიზოდი”
ფრიად საკვირველი კია, თუმცა ფაქტია, რომ ფრანგული პოეზიის მშვენება და გვიანი შუა საუკუნეების პირველი ფრანგი ლირიკოსი პოეტი - ფრანსუა ვიიონი (1431-1463 წლები), ვის შემოქმედებასაც მართლაც რომ ეთაყვანებოდნენ ისეთი სახელოვანი ადამიანები, როგორებიც გახლდნენ – ვიქტორ-მარი ჰიუგო, ოსიპ მანდელშტამი და რობერტ ლუის სტივენსონი, XV საუკუნის ყველაზე ცნობილ და აღიარებულ კრიმინალურ ავტორიტეტს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი სახელი პროვანსიდან ლიფლიანდიამდე ადამიანებს შიშის ზარს სცემდა. მას ძარცვა-გლეჯასა და მკვლელობების გარდა, ბრალი კანიბალიზმშიაც კი ედებოდა, თუმცა არ დაუმტკიცდა. დაკავებული იყო ათობით ჯერზე. სხვა მრავალი კოლეგა ავტორის მსგავსად, ფრანსუასაც თავისი შედევრი ქმნილებების დაწერა ციხის საკანში მოუხდა. მიუხედავად ამისა, მისი შემოქმედება უკვდავებას მაინც ეზიარა. – (ავტორი გენია.ჯი)