ასტრიდ ლინდგრენი – „ეპიზოდი”
„ჩვენი ბავშვობის გამლამაზებელი” – ასე მოიხსენიებს მადლიერი საზოგადოება დღემდე ეგზომ პოპულარული საბავშვო ნაწარმოებების – „სახურავის ბინადარი კარლსონი”-სა და „პეპი გრძელი წინდა”-ს შვედ ავტორ ქალს – ასტრიდ ლინდგრენს (1907-2002 წლები). ქალს, რომელიც მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთ საუკეთესო საბავშვო ჟანრის მწერლად არის დასახელებული. (ავტორი გენია.ჯი) კარგი მწერლის ავტორიტეტს ლინდგრენი დროის გასვლასთან ერთად იძენდა. შედეგად, მისი პოპულარობა სამშობლოში იმდენადაც კი გაიზარდა, რომ მოსახლეობის მოთხოვნით ხელისუფლებამ ასტრიდის პორტრეტი ფულად ნომინალზე დაიტანა. ამ შემთხვევაში შესაძლოა საყურადღებო არაფერი ყოფილიყო, რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება: 20 შვედური კრონის ექვივალენტის მქონე ფულზე სანამ ასტრიდ ლინდგრენისა და მისი ზღაპრის გმირების გამოსახულებებს დაიტანდნენ, მანამდე დატანილი გახლდათ მეორე სახელოვანი შვედი ნობელიანტი მწერალი ქალის – სელმა ლაგერლოფის პორტრეტი თავისი ნაწარმოების გმირების გამოსახულებებითურთ. აღნიშნულმა გარემოებამ კარგად დაგვანახა ის, თუ რომელ თანამემამულე ლიტერატორს ანიჭებს უპირატესობას დღეისათვის შვედი ხალხი: ასტრიდ ლინდგრენს თუ სელმა ლაგერლოფს?! – (ავტორი გენია.ჯი)
სელმა ლაგერლოფის პორტრეტი 20 შვედური კრონის ფულად ნომინალზე
ასტრიდ ლინდგრენის პორტრეტი 20 შვედური კრონის ფულად ნომინალზე