„დამაკვირდი”
„ჭეშმარიტად მხოლოდ მას უყვარხარ, ვინც ყველასაგან უჩუმრად და ფარულად ლოცულობს შენთვის”. – წმინდა ნიკოლოზ სერბელი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა საქმეში მთავარია მიზანი და გამარჯვება, რომლის მისაღწევად მთელი ცხოვრების მანძილზე დაძაბული მუშაობა გჭირდება. ძნელად მიღწეული გამარჯვება უფრო დიდი გამარჯვებაა”. – ვან გოგი
* * *
„პოლიტიკაში არაფერი ხდება შემთხვევით. თუ რამე მოხდა, მაშასადამე, გამიზნული იყო”. – ფრანკლინ რუზველტი
* * *
„ვიღაც სულელს უთქვამს – კაცის სამშობლო ის არის, სადაც კარგად ეცხოვრებაო. ლუკმაპური არ მიჭირს, მაგრამ ყველაფერი მწარეა აქ. სამშობლოდან გადახვეწილი კაცი ის უბედური პირუტყვია, რომელსაც ყველა და ყველაფერი ქედზე აწვება და სულის მოსათქმელად წუმპეშიც შეიძლება ჩავარდეს სიქაგამოცლილი…” – გივი კარბელაშვილი
* * *
„სჯობს სულაც არაფერი თქვა, ვიდრე სუსტად გამოხატო შენი სათქმელი”. – ჟან-ფრანსუა მილე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველ კეთილშობილ ადამიანში არის სიგიჟის რაღაც ნატამალი”. – არისტოტელე
* * *
„ყველა დიდ საქმეს აშლილი საღერღელი უყვარს”. – გივი კარბელაშვილი
* * *
„საკუთარ თავზე მბრძანებლობა – უდიდესი ძალაუფლებაა”. – მარკუს ტულიუს ციცერონი
* * *
„წყვდიადი ყოველთვის არ აღნიშნავს ბოროტებას და არც სინათლეს მოაქვს ყოველთვის სიკეთე”. – ფილის კასტი – (ავტორი გენია.ჯი)