„შტაზი” – (ეპიზოდი)
„უმნიშვნელო ინფორმაცია არ არსებობს”. – ასეთი გახლდათ დევიზი „შტაზად” წოდებული გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა. უშიშროების სამსახურისა, რომელიც საკუთარი მოქალაქეების (განსაკუთრებით დისიდენტების) წინააღმდეგ „ბიოდეგრადაციისა” და „დემორალიზაციის” ამაზრზენ მეთოდებს იყენებდა. (ავტორი გენია.ჯი) საერთო ჯამში, ამ გაუგონარ მეთოდებს 10 000 ადამიანი დაექვემდებარა. „შიდა მტრების” წინააღმდეგ მიმართულ უსასტიკეს ბრძოლაში შტაზის მთელი სამსახური იყო ჩართული. სამსახური, რომელიც ოფიციალური მონაცემების თანახმად 100 000 შტატის თანამშრომლისაგან და 200 000 უშტატო თანამშრომლისგან იყო დაკომპლექტებული (არაოფიციალური მონაცემებით გდრ-ში 600 000 ადამიანი მუშაობდა შტაზზე), მათ შორის არასრულწლოვანებისგანაც. 16 მილიონიანი მოსახლეობის მქონე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისათვის 300 000 უშიშროების თანამშრომელი მართლაც რომ ბევრ რამეზე მეტყველებს. სტატისტიკურად რომ ვთქვათ, გდრ-ის ყოველი 50 მოქალაქიდან ერთი მათგანი შტაზის ოფიციალური თუ არაოფიციალური წარმომადგენელი იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „შტაზმა” ნაცისტური გერმანიის უშიშროების სამსახურის – „აბვერისგან” და საბჭოთა „სუკი”-სგან კოლოსალური გამოცდილება მიიღო, რამაც თავის მხრივ, აღნიშნული უწყება ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ სპეცსამსახურად აქცია მსოფლიო მასშტაბით.
შტაზის თანამშრომელთა სისასტიკე და დაუნდობელი ქმედებები ქვეყნის მოქალაქეებს შიშის ზარს სცემდა. ამიტომაც უწოდა ხალხმა მას – „გაუმჯობესებული გესტაპო”. – (ავტორი გენია.ჯი)