კაზუარი – „ეპიზოდი”
პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა მრავალჯერადი კვლევების შედეგად ერთი მეტად საინტერესო ფაქტი გამოიკვლიეს და დაადასტურეს. (ავტორი გენია.ჯი) მათი მტკიცებით, პირველი ფრინველი, რომელიც ადამიანმა ათასობით წლის წინათ მოაშინაურა, არც ქათამი ყოფილა, არც ინდაური, არც ბატი და არც იხვი… ასეთ ფრინველს წარმოადგენდა ავსტრალიასა და ახალ გვინეაში გავრცელებული არამფრენი დიდი ტანის მქონე ფრინველი – კაზუარი. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია, რომ კაზუარები ერთობ აგრესიული ქმედებებითა და განსაკუთრებული ძალით გამორჩეული ფრინველებია. თუმცა, თუკი ფრინველთა გვარის ეს წარმომადგენლები წიწილობიდანვე გაიზრდებიან ადამიანთა გარემოცვაში, ისინი მათ ეჩვევიან და ნაკლებად აგრესიულნი ხდებიან.
მეცნიერთა მტკიცებით, კაზუარები ჩვენმა წინაპრებმა პირველად გვიანი პლეისტოცენის ეპოქაში მოათვინიერეს ახალ გვინეაში. ზუსტად რომ ვთქვათ, დაახლოებით 18 000 წლის წინათ. ათასობით წლით ადრე, ვიდრე ქათამს მოაშინაურებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)