იცით თუ არა, რომ?!
1. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალური სალაპარაკო ენა არ გააჩნია. დე-ფაქტო ოფიციალურ ენად კი, მოგეხსენებათ – ინგლისურია მიჩნეული. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი – ზიგმუნდ ფროიდი ნამდვილი პოლიგლოტი გახლდათ. იგი რვა ენაზე საუბრობდა, მათ შორის ინგლისურზე, ესპანურსა და ივრითზე.
* * *
3. ურალის მთებში (რუსეთში) არსებული – „ფანქრის მთა” ყველაზე ძველი მთაა ჩვენს პლანეტაზე. მისი ასაკი – 4,2 მილიარდი წლით განისაზღვრება.
* * *
4. პირველი პროდუქტი, რაც დღეისათვის ეგზომ პოპულარულმა იაპონურმა ტრანსნაციონალურმა კორპორაციამ – „Sony”-მ გაყიდვაში ჩაუშვა, სამზარეულოს ღუმელი იყო.
* * *
5. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით მიმოფანტულ „მაკდონალდსის” კვების ობიექტებს ყოველდღიურად – 46 მილიონი ადამიანი სტუმრობს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. თანამედროვეობის სამი ისეთი გენიოსი, როგორებიც არიან – მარკ ცუკერბერგი, სტივ ჯობსი და ბილ გეითსი, თავის დროზე კოლეჯებიდან იქნენ გარიცხულები სხვადასხვა მიზეზების გამოისობით.
* * *
7. 1992 წელს სინგაპურში კანონის ძალით აიკრძალა საღეჭი რეზინის მოხმარება მოსახლეობისთვის.
* * *
8. სუდანში გაცილებით მეტი პირამიდაა აგებული, ვიდრე „ფარაონთა ქვეყნად” წოდებულ ეგვიპტეში.
* * *
9. დღეის მდგომარეობით, ევროპის კონტინენტზე 200-ზე მეტ ენაზე მეტყველებს ხალხი.
* * *
10. პირველი ადამიანი, ვინაც კოკაინის ხის ფოთლებისაგან დღეისათვის ეგზომ ცნობილი ალკალოიდი – კოკაინი მიიღო 1859 წელს ცდების შედეგად, დიდი გერმანელი ქიმიკოსი – ალბერტ ნიმანი გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)