დომიციანე – „ეპიზოდი”
რომის ოდიოზ იმპერატორს – დომიციანეს (51-96 წლები), განსაკუთრებით აწუხებდა ის გარემოება, რომ დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო უმელოტდებოდა თავი. სიქაჩლე მასში იმდენად დიდ დისკომფორტს იწვევდა, რომ ოფიციალურად უბრძანა ყველა მხატვარსა და მოქანდაკეს, იმპერატორი თავიანთ ქმნილებებზე თავზე ხშირი თმით გამოესახათ. (ავტორი გენია.ჯი) ხელოვანებმა და, ზოგადად, საზოგადოებამ, მბრძანებლის მოთხოვნა უჩუმრად მიიღო, რადგან კარგად იცნობდნენ დომიციანეს სასტიკ ხასიათს. შედეგად, იგი იმ პერიოდის ყველა სურათსა და ქანდაკებაზე თავზე ხშირი თმით არის წარმოდგენილი.
გარდა ამისა, გლადიატორთა ბრძოლების მოყვარულმა რომის იმპერატორმა, საკუთარი ქვეშევრდომებისაგან მკაცრად მოითხოვა, მისთვის ეწოდებინათ „ღმერთი” ან „ბატონი”. სტრესის წინააღმდეგ საბრძოლველად კი ამ სასტიკ მბრძანებელს მართლაც რომ საინტერესო და უჩვეულო მეთოდი ჰქონდა შემუშავებული: ყოველი დეპრესიის დროს დომიციანეს ჩვევად ჰქონდა ბუზებისათვის ფრთების დაგლეჯვა. იმისათვის, რომ მბრძანებელს ასეთ შემთხვევაში ბუზები არ გამოლეოდა, აღნიშნულ მწერებს იმპერატორის ლაქიები ცოცხლად იჭერდნენ სპეციალურად. – (ავტორი გენია.ჯი)