ლიუ ბანი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსის – კონფუცის სწავლების მიმართ არა მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი იმპერატორი – ცინ შიხუანდი იყო უკიდურესად უარყოფითად განწყობილი (მისი ბრძანებით რამდენიმე ასეული კონფუციანელი იქნა ცოცხლად დამარხული), არამედ მის მიმართ ასევე განსაკუთრებულ სიძულვილს ავლენდა ხანის იმპერიის პირველი იმპერატორი - ლიუ ბანიც (ძვ.წ.აღ-ით 256-195 წლები). (ავტორი გენია.ჯი) იგი ყოველმხრივ ცდილობდა კონფუციანელთა და, ზოგადად რომ ვთქვათ, ერუდიტთა საჯაროდ დამცირებას. იმ პერიოდში სწავლულები, განსაკუთრეებით მაინც კონფუცის სწავლების მიმდევრები მათთვის დამახასიათებელ ქუდებს ატარებდნენ. თითოეულ ასეთ ადამიანთან შეხვედრის ჟამს, ლიუ ბანი ადრესატს შემდეგი სახის შეკითხვას უსვამდა – „კონფუცი წაკითხული გაქვს?” – დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეკითხვის ადრესატი იმპერატორის ბრძანებით თავიდან ქუდს იხდიდა, რომელშიაც შემდგომ მბრძანებელი მისივე თვალწინ ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა (შარდავდა). ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ლიუ ბანი გენიალურ ჩინელ ინტელექტუალს – ლუ გუს არ შეხვდა. მისმა სიბრძნით აღსავსე პასუხებმა იმდენად მოხიბლეს იმპერატორი, რომ ოდესღაც კონფუცის მოძულე მმართველი, მისი ფილოსოფიის ერთ-ერთ გამოჩენილ აპოლოგეტად და პროპაგანდისტადაც კი ჩამოყალიბდა. – (ავტორი გენია.ჯი)