ჩუქჩები – „ეპიზოდი”
ჩუკოტკის ნახევრაკუნძულის აბორიგენი მოსახლეობა - ჩუქჩები, ერთობ იშვიათი ტრადიციებით გამორჩეული ხალხია. (ავტორი გენია.ჯი) ამ უკიდურესად ამტან ხალხში, რომელთა ლექსიკონში ერთი უცენზურო სიტყვაც კი არ მოიპოვება, ქალების მიმართ მეტად უცნაური დამოკიდებულება სუფევს. ასე მაგალითად: ისინი 30 გრადუსიან ყინვაში მამაკაცებთან ერთად ტოლსწორად შრომობენ მთელი დღის განმავლობაში. „ვინც არ მუშაობს, არც ჭამს” – ასეთია მათი ცხოვრებისეული დევიზი, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ატარებენ. მათ, ვისაც შრომის სათანადო ძალა არ შესწევთ თავიანთი სინატიფის გამოისობით, ყველაზე ნაკლებ ულუფას აძლევენ კერძისა ტრაპეზის ჟამს. შრომის სულ უუნაროებს კი უმეტესწილად, მხოლოდ ჩაით უწევთ დაკმაყოფილება. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩუქჩა ქალების შრომის მარგი ქმედების კოეფიციენტი პირდაპირპროპორციულად აისახება მათი საკვები ულუფის რაოდენობაზე.
გარდა ამისა, ჩუქჩა ქალები ტრადიციისამებრ, ვალდებულები არიან მშობიარობის ურთულეს და მტკივნეულ პროცესს თავად, სრულიად მარტონი გაუმკლავდნენ. ყოველგვარი სხვა ადამიანის დახმარების გარეშე. ასეთ შემთხვევაში უღირს საქციელად ეთვლება ქალს მშობიარობისგან გამომდინარე მიყენებული გაუსაძლისი ტკივილების ხმამაღლა გამოხატვა – ყვირილითა და კივილით. ჭიპლარის მოჭრაც თავად ევალება ახლად მოლოგინებულ დედას.
ჩუქჩა ქალები, რომლებიც ზემოაღნიშნულ გამოცდას სათანადოდ ვერ შეასრულებენ, მუდმივი დაცინვის ობიექტები ხდებიან თვისტომთა მხრიდან. – (ავტორი გენია.ჯი)