დანიის სამეფო – „ეპიზოდი”
ევროპის ჩრდილოეთში არსებულ ერთ-ერთ სკანდინავურ ქვეყანაში – დანიის სამეფოში, რომლის შემადგენლობაშიც 474 კუნძული შედის (მათ შორის 76 დაუსახლებელი), ერთი მეტად უცნაური კანონი მოქმედებს, რომელიც თავის მხრივ, ქვეყნის ეროვნულ დროშასთან არის დაკავშირებული: აღნიშნული სახელმწიფოს მოსახლეობას, რომლისთვისაც განათლების მიღება და სამედიცინო მომსახურება სრულიად უფასოა, კანონის ძალით აქვს აკრძალული საჯაროდ კოცონზე დაწვას ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული დროშა, გარდა საკუთრივ თავიანთი ეროვნული დროშისა – „დანებორგისა”. დანიის ეროვნული დროშისა, რომელიც ყველაზე ძველ ეროვნულ დროშას წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით. ცნობისათვის, მისი ოფიციალურად დამტკიცება შორეულ 1219 წელს განხორციელდა დანიის მეფის – ვალდემარ II გამარჯვებულის უშუალო ინიციატივით. – (ავტორი გენია.ჯი)
ვალდემარ II გამარჯვებული