უინსტონ ჩერჩილი – „ეპიზოდი”
1953 წელს ნობელის კომიტეტს ერთი მეტად მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გაეკეთებინა: ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატებად წარმოდგენილი ორი საყოველთაოდ ცნობილი კანდიდატიდან უნდა შეერჩია ერთი მათგანი. გენიალურ ამერიკელ ლიტერატორს – ერნესტ ჰემინგუეისა და ლიტერატურული მოღვაწეობით დაკავებულ ერთ-ერთ უდიდეს ბრიტანელ პოლიტიკოსს – სერ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილს შორის არჩევანი ნობელის კომიტეტმა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. შესაბამისად, 1953 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი – უინსტონ ჩერჩილი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, უინსტონი ის შესანიშნავი ლიტერატორი გახლდათ, ვისი ნაწარმოებებიც მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობდა იმთავითვე.
თავისი პირველი ქმნილება, სახელწოდებით – „თხზულება მალაკანდის საველე არმიის შესახებ, 1897 წელი. სასაზღვრო ომის ეპიზოდი”, ჩერჩილმა 21 წლის ასაკში, 1897 წელს დაწერა, ხოლო 1898 წელს გამოაქვეყნა.
წარმატებულ ლიტერატურულ მოღვაწეობაში უინსტონს ხელი განსაკუთრებით ჟურნალისტურმა საქმიანობამ შეუწყო. ამის ფონზე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სკოლაში ჩერჩილი კარგი სწავლით არასოდეს გამოირჩეოდა. ის კი არადა, მოგვიანებით იგი ასეთ რამესაც კი წერდა – „სკოლას განათლებასთან არაფერი აქვს საერთოო”. გარდა ამისა, იგი სკოლას ბავშვებზე კონტროლის ინსტიტუტადაც მიიჩნევდა.
საკვირველი ის გახლავთ, თუ როგორ ასწრებდა პოლიტიკით (თანაც როგორ რთულ პერიოდში) ესოდენ დაკავებული უინსტონი ლიტერატურით დაკავებასაც. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ იგი პირადად ამოწმებდა დეტალურად დასაბეჭდად და გასაყიდად გამზადებულ თითოეულ თავის ლიტერატურულ ქმნილებას, რა დროსაც ზედმიწევნით ასწორებდა ტექსტებში დაშვებულ ტიპოგრაფიკულ შეცდომებს.
თავისი ცხოვრების განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს ლეგენდარულმა პრემიერმა – 1 რომანი, 7 ისტორიული ჟანრის მქონე წიგნი და 1 ავტობიოგრაფიული ნაწარმოები – „ჩემი ადრეული ცხოვრება” გამოაქვეყნა. არც თუ ისე შთამბეჭდავი რაოდენობის ლიტერატურული ქმნილებისდა მიუხედავად, უინსტონ ჩერჩილს მაინც ხვდა პატივად ნობელის უპრესტიჟულესი პრემიით დაჯილდოვება, რაშიც გარკვეული წვლილი, რაღა თქმა უნდა, მისმა განუზომლად დიდმა ავტორიტეტმა შეიტანა. ავტრიტეტმა, რომელიც მან პოლიტიკურ ასპარეზზე შეიძინა თავის დროზე. – (ავტორი გენია.ჯი)