სტომატოლოგია – „ეპიზოდი”
სტომატოლოგია, რომელიც პრიმიტიული განვითარების დონეზე იმყოფებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთობ ნელი ტემპით განვითარების გამო, კაცობრიობის ისტორიის ჯერ კიდევ უძველეს ეტაპებზე იშვა. ასე მაგალითად: ცნობილია, რომ ნეოლითის ხანაში ადამიანებმა უკვე იცოდნენ დროებითი პლომბის ჩასმის ხელოვნება. „ფარაონთა ქვეყნად” წოდებულ ეგვიპტეში კი, დანტისტები არა მხოლოდ კბილის ამოღების ხერხს ფლობდნენ შესაშურად, არამედ პროთეზების დამზადების ოსტატობითაც იჩენდნენ თავს. (ავტორი გენია.ჯი) ფარაონთა კარზე დანტისტების მოვალეობა სამგვარი საქმით ამოიწურებოდა: კბილის ამოღება, პლომბის ჩასმა და პროთეზის დამზადება. ამ შემთხვევაში საინტერესოა ერთი მეტად უცნაური გარემოება: სტომატოლოგები ხშირ შემთხვევაში არ იყვნენ არც მედიკოსები და არც ქურუმები. ამის დასადასტურებლად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ერთ-ერთი ფარაონის მმართველობის ჟამს სტომატოლოგის მოვალეობას პროფესიით – არქიტექტორი, მაშასადამე – დილეტანტი აღასრულებდა!
აქვე ცნობილია ისიც, რომ პირველი ადამიანი მედიცინის ისტორიაში, ვინაც ოფიციალურად ატარებდა სტომატოლოგის სტატუსს, ძვ.წ.აღ-ით XXVIII საუკუნეში მოღვაწე ერთ-ერთი სახელმწიფო ჩინოვნიკი – ჰესირა გახლდათ.
იმისდა გამო, რომ სტომატოლოგია ძალიან ნელა ვითარდებოდა, უამრავი ადამიანი, მათ შორის მონარქები გამხდარან მსხვერლი თაღლითი „დანტისტებისა”. ბევრი მონარქი გამოეთხოვა თავიანთ კბილებს არასწორი მკურნალობის შედეგად, თუმცა ეს კიდევ არაფერი: ერთი ვერსიის თანახმად, ძველი ეგვიპტის დედოფალი – ჰატშეფსუტი სულაც სიცოცხლეს გამოათხოვა უვიცმა დანტისტმა. კბილის ამოღების პროცესში მან დედოფალს პირის ღრუ დაუზიანა, რის შედეგადაც ჰატშეფსუტს ინფექცია შეეჭრა. შედეგი ფატალური გამოდგა. დედოფალი ჰატშეფსუტი გარდაიცვალა. – (ავტორი გენია.ჯი)