ჯოვანი ბოკაჩო – „ეპიზოდი”
ადრეული აღორძინების ეპოქაში მოღვაწე ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ლიტერატორი - ჯოვანი ბოკაჩო (1313-1375 წლები), თავის უკვდავ ქმნილებაზე – „დეკამერონი”, მუშაობას 1348 წელს შეუდგა. ავტორმა სამწლიანი სამუშაო პროცესის შემდეგ, როდესაც პირველად გამოაქვეყნა იგი, მკითხველის მოწონება ვერ დაიმსახურა. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა, კურტუაზიული და ეროტიკული სიუჟეტების შემცველი რომანი კრიტიკოსებმა – „ამორალურ წიგნად” მოიხსენიეს, რასაც მხარი აუბა კათოლიკურმა ეკლესიამაც. „დეკამერონი”-ს გამოქვეყნებიდან რამდენიმე ხანში, რომის ეკლესიამ „უხამსი” წიგნის მთელი ტირაჟი ამოიღო გაყიდვიდან და გაანადგურა, ავტორისაგან კი კატეგორიულად მოითხოვა – უაერყო თავისი ლიტერატურული ქმნილება. თავდაპირველად ბოკაჩომ ცოტა კი გაიბრძოლა, თუმცა უშედეგოდ. დროის გასვლასთან ერთად მასზე ისე ძლიერდებოდა ზეწოლა აღნიშნული ლიტერატურული ქმნილების გამო, რომ „დეკამერონი”-ს ორიგინალი (უკანასკნელი) ხელნაწერის დაწვაც კი გადაწყვიტა. საბედნიეროდ, ამ ქმედებაში ხელი ბოკაჩოს მისმა ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა, გენიალურმა იტალიელმა პოეტმა – ფრანჩესკო პეტრარკამ შეუშალა. მან ხანგრძლივი შეგონებების შემდეგ ავტორს ხელნაწერის დაწვა გადააფიქრებინა. ასე გადაურჩა კაცობრიობის ლიტერატურულ საგანძურს ჯოვანი ბოკაჩოს მოთხრობათა დიდებული კრებული, სახელწოდებით – „დეკამერონი”.
ეკლესიის მიერ განხორციელებულმა საშინელმა ზეწოლამ დიდი გავლენია იქონია ჯოვანის ცხოვრებასა და მის ზოგადსაკაცობრიო ხედვებზე. „დეკამერონი” ავტორს იმ თავის ტკივილად ექცა, რომელმაც არა მარტო სიცოცხლე მოუშხამა, არამედ სირცხვილის გრძნობაც კი გაუჩინა ეგზომ უხამსი წიგნის დაწერისთვის. დიახ, ბოკაჩოს მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში რცხვენოდა იმის გამო, რომ ოდესღაც „დეკამერონი” დაწერა. ის კი არადა, ეს უდიდესი იტალიელი ლიტერატორი ყველა თავის ახლობელსა და მოკეთეს ურჩევდა, რომ თავი შეეკავებინათ ამ „ამორალური წიგნის” წაკითვისაგან. – (ავტორი გენია.ჯი)