ჰაირემ სტივენს მაქსიმი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი დაზგის ტყვიამფრქვევის – „მაქსიმი”-ს ამერიკელი გამომგონებელი – ჰაირემ სტივენს მაქსიმი (1840-1916 წლები), მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა თავისი ავადსახსენებელი ქმნილების დახვეწაზე. (ავტორი გენია.ჯი) მუშაობის პროცესში იგი იმდენად დიდ დროს უთმობდა „მაქსიმი”-დან წარმოებულ საცდელ გასროლებს, რომ გამუდმებული სროლის გამაყრუებელმა ხმებმა ჰაირემს ყურთა სმენა სრულიად წაართვა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჰაირემ სტივენს მაქსიმი თავისივე გამოგონებამ სამუდამოდ – დააყრუა.
მამის სამუშაო პროცესს ხშირად ადევნებდა თვალს ჰაირემის ვაჟიშვილი – ჰაირემ პერსი მაქსიმი. შედეგად მისთვის ცნობილი იყო, რა ზიანს აყენებდა მშობლის ყურთასმენას „მაქსიმი”-დან განხორციელებული მასიური საცდელი სროლები. შედეგად, იმ მიზნით, რომ როგორმე ეხსნა მამა დაყრუებისაგან, მან პირველმა შეიმუშავა ცეცხლსასროლი იარაღის „მაყუჩის” კონსტრუქცია. თუმცა, მისდა სამწუხაროდ, მშობლის ხსნა ვერ მოასწრო, რადგან, როდესაც მაყუჩი დამზადდა, ჰაირემს ყურთასმენა უკვე სრულად ჰქონდა წართმეული.
საინტერესოა ისიც, რომ სწორედ ჰაირემ პერსი მაქსიმი გახლდათ ის ადამიანი, ვინაც ბენზინზე მომუშავე შიდა წვის ძრავების ხმის ჩამხშობი – კატალიზატორი გამოიგონა თავის დროზე. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰაირემ პერსი მაქსიმი