ჟორჟ სიმენონი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალი – ჟორჟ სიმენონი (1903-1989 წლები), რომლის ცხოვრებაც სავსე იყო სკანდალებით, დრამებითა და პიკანტური გამოსვლებით, თავის უკანასკნელ ქმნილებაში აღიარებდა, რომ ცხოვრების განმავლობაში 10 000-მდე „სუსტი ნებისყოფის” მქონე ქალთან ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა დამყარებული. (ავტორი გენია.ჯი) ამ სექსუალურ „მანიაკს”, ვისაც დღეში სამჯერაც კი არ აკმაყოფილებდა სქესობრივი აქტი, მეგობრებთან და რიგით პირველ ცოლთან – ტიჟისთან ერთობლივად ხშირად აწყობდა სახლში ამორალურ ორგიებს. იმ პერიოდში სიმენონების წყვილი ერთობ მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობდა. სახლს სულ ორი ოთახი გააჩნდა. ერთი ოთახი ჟორჟსა და ტიჟის ჰქონდათ დაკავებული, მეორე კი მათ მცირეწლოვან ვაჟს – მარკსა და მასზედ მზრუნველ ძიძას – დენიზა ოიმეს. ბელგიელ მწერალს თავისი ვაჟის აღმზრდელთანაც აკავშირებდა ინტიმური ურთიერთობა. ის კი არადა, იგი ხშირად ტოვებდა ღამით საკუთარ ცოლს საწოლში, რათა დენიზთან ხორციელ განცხრომას მიცემოდა. ყოველივე ამას ჟორჟი მძინარე მცირეწლოვანი შვილის ოთახში „აკეთებდა”, პირდაპირ იატაკზე. ტიჟიმ ყოველივე ეს კარგად უწყოდა, თუმცა არაფერს იქმოდა, რადგან კარგად იცოდა, რომ ვნებააღერღილ ქმარს მაინც ვერაფერს შეაგონებდა და ვერც შეაჩერებდა. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერს თავისი საზღვარი და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: ჟორჟი და ტიჟი მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.
ტიჟისთან განქორწინების შემდგომ, სექსუალურად დაუკმაყოფილებელმა სიმენონმა სწორედ რომ მარკის ძიძა შეირთო ცოლად, ვისთანაც თანაცხოვრებაშიც სამი შვილი შეეძინა. – (ავტორი გენია.ჯი)