ალექსანდრე კუპრინი – „ეპიზოდი”
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ გამოჩენილი რუსი მწერალი და მთარგმნელი – ალექსანდრე კუპრინი (1870-1938 წლები) ალკოჰოლის სმას ბავშვობიდანვე დაეჩვია და მას შემდეგ, ეს მავნე ჩვევა არასოდეს მოუშლია. (ავტორი გენია.ჯი) სპირტიანი სასმელების ყოველდღიურ მოხმარებას თან ხშირი დებოშები ახლდა ლიტერატორის მხრიდან. ცუდი (აგრესიული) სიმთვრალის მქონე კუპრინს ჩვეულებად ჰქონია გაშლილ სუფრაზე შეხტომა და თეფშების მასიური მსხვრევა. ჩხუბის პროცესში მოწინააღმდეგის წინააღმდეგ რამდენჯერმე ჩანგალიც გამოუყენებია… ალექსანდრე თავის ავ ჩვევას არსად არ იშლიდა, რაც კარგად იყო ცნობილი მისი მეუღლის – ელისაბედისთვის. ერთხელ სხვა ქალაქში მყოფ ლიტერატორს მან წერილი გაუგზავნა, სადაც სასტიკად საყვედურობდა ქმარს ხშირი მემთვრალეობის გამო. საპასუხოდ, კუპრინმა ელისაბედს ერთობ ლაკონური ტექსტის მქონე ტელეგრამა აახლა: „ვსვადი, ვსვამ და კვლავაც დავლევ”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, ალექსანდრე კუპრინის რიგით მეორე მეუღლემ – ელისაბედ ჰაინრიხმა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ალყაშემორტყმულ ლენინგრადში (თანამედროვე სანკტ-პეტერბურგი) სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან მას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თითქოსდა მისი ქალიშვილი – ქსენია, გესტაპომ დააკავა. – (ავტორი გენია.ჯი)