პიერ კიური – „ეპიზოდი”
„რადიუმის” აღმომჩენი ნობელიანტი ფრანგი ფიზიკოსი და მკვლევარი – პიერ კიური (1859-1906 წლები), იმთავითვე დიდ ინტერესს იჩენდა მედიუმების მიმართ. მას ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იტალიელ მედიუმ-ქალთან – ევსაპიეი პალადინოსთან, რომელიც დაბეჯითებით ირწმუნებოდა, რომ იმიერიდან სულების გამოძახება და მათთან კონტაქტი ძალუძდა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, რადიოაქტიურობის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი მეცნიერი ხშირად ესწრებოდა პალადინოს მიერ ჩატარებულ სპირიტულ სეანსებს და ყოველთვის გაოცებული რჩებოდა იმით, რომ ვერც ერთხელ ვერ აღმოაჩნინა მოტყუების თუნდაც ერთი მტკიცებულება მედიუმის მხრიდან.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე (1906 წელი), პიერი მეგობარს პალადინოს სპირიტული სეანსების შესახებ შემდეგ რამეს წერდა: „ჩემის აზრით, ეს არის სრულიად ახალი ფაქტების სამყარო და სრულიად ახალი ფიზიკური მდგომარეობა სივრცეში, რომლის შესახებაც ჩვენ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ გაგვაჩნია”.
პიერ კიური 1906 წლის 19 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა პარიზში. იგი ცხენშებმულმა ეტლმა იმსხვერპლა. შედეგად, სპირიტიზმის მოყვარული ნობელიანტი ფრანგი ფიზიკოსი ვერ მოესწრო იმ დღეს, როდესაც მისი მეგობარი მედიუმი-ქალი – ევსაპიეი პალადინო, ვისიც ასე ღრმად სჯეროდა მას, მართლმსაჯულებამ თაღლითობაში დაადანაშაულა და ამის დასადასტურებლად რამდენიმე უტყუარი ფაქტიც დადო. როგორც აღმოჩნდა, პალადინო სპირიტული სეანსის მიმდინარეობის პროცესში ხშირად იყენებდა უჩუმრად ფეხს რომელიმე საგნის გადასაადგილებლად, რათა ამ გზით მანიპულირება მოეხდინა ტრანსში შესულ ადამიანებზე. – (ავტორი გენია.ჯი)