ოთარ ჭილაძე წერდა…
„სულს იქით არაფერი მაბადია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველმან ხენმან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოიკვეთოს და ცეცხლსა დაედვას… აი, რა არის ქრისტე! აი, რატომ აცვეს ჯვარს!”
* * *
„თუ არასწორად ვიქცევი, დაე, გამაჩერონ!”
* * *
„ზოგიერთი შვილი, დედას მადლობას კი არ ეუბნება გაჩენისთვის, პირიქით, ედიდგულება – რაკი გამაჩინე, დამარჩინე კიდეცო”.
* * *
„ადამიანი, ყოველთვის რჩება უკიდურესად განსხვავებული ქვეყნის ზღვარზე: ბავშვობისა და კაცობის ზღვარზე; ბავშვობა გამოვლილი კაცობას უნდა შეუდგეს მხოლოდ; ამიტომ თანაბრად ძნელია იმ ერთი – როგორც ბავშვობისთვის უკანასკნელი, ისევე კაცობისთვის პირველი ნაბიჯის გადადგმა. არადა, აუცილებლად უნდა გადადგას ეს ნაბიჯი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განა, მწყემსებისა და ქოფაკების შიშით მგელი პირჯვარს გადაიწერს ფარეხის დანახვაზე?”
* * *
„არიან ისეთებიც, სინდისს რომ უდგანან ჯიბრში”.
* * *
„ადრე თუ გვიან, მოსახდენი მაინც მოხდება”.
* * *
„რაც გინდა, უნდა გააკეთო კიდეც, რადგან რაც გინდა, ღმერთისგან გინდა”.
* * *
„სისხლზე სუფთა რა არის?” – (ავტორი გენია.ჯი)