ფრა ფილიპო ლიპი – „ეპიზოდი”

ადრეული აღორძინების ხანაში მოღვაწე გენიალური ფლორენციელი (იტალიელი) ფერმწერი – ფრა ფილიპო ლიპი (1406-1469 წლები), ერთობ ცელქი მექალთანეობით გამორჩეული პერსონა გახლდათ. აღნიშნული გარემოების გამო, იგი დიდ დროს ატარებდა მათ დევნაში, რაც თავის მხრივ, მუშაობის პროცესს ძალიან უჯანჯლებდა ხელოვანს. (ავტორი გენია.ჯი) ფილიპოს ეს მანკიერი თვისება შესანიშნავად უწყოდა მისი შემოქმედების დიდმა თაყვანისმცემელმა, თავისი დროის ევროპის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ფლორენციელმა ბანკირმა და პოლიტიკოსმა – კოზიმო მედიჩიმ, ვინაც განსაკუთრებულ მფარველობას უწევდა მხატვარს. იმის გამო, რომ როსკიპი ქალების დევნაში დრო უქმად არ დაეკარგა, მუშაობის დაწყების წინ, კოზიმო გარედან უკეტავდა ხოლმე ლიპის სამუშაო კაბინეტის კარს. თუმცა, როდესაც ქალისადმი ლტოლვა ფილიპოს ვნების საზღვარს გასცდებოდა, იგი საწოლის ერთ თეთრეულს მეორეზე გადააბამდა, მეორეს მესამეზე, მესამეს მეოთხეზე და მეორე სართულის ფანჯრიდან გადაშვებული თოკად ქცეული თეთრეულის საშუალებით აღწევდა თავს იძულებით „ტყვეობას”. მას შემდეგ, რაც ვნებადაღვრილი ხელოვანი „საქმეს” მორჩებოდა, იგი კვლავაც იმავე გზით უბრუნდებოდა სახელოსნოს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>