იცით თუ არა, რომ?!
1. მოქმედი აეროპორტების რაოდენობით – ბრაზილია მეორე სახელმწიფოა მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. ბრაზილიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში – 4 000 მოქმედი აეროპორტი ფუნქციონირებს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. იაპონელები დიდი სიამოვნებით შეექცევიან დელფინის ხორცს. ისინი მისგან ამზადებენ სუპს, მიირთმევენ შემწვარი და ნედლი სახითაც კი.
* * *
3. შვედეთის უმშვენიერესი დედაქალაქი – სტოკჰოლმი – 14 კუნძულზეა განთავსებული.
* * *
4. ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი ავსტრალიური ავიაკომპანია – „Qantas Airlines”-ი გახლავთ მიჩნეული.
* * *
5. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ჩინეთის ეროვნულ სიმბოლოდ მიჩნეული -„ ჩინეთის დიდი კედლის” გამოსახულება ჩინური ფულის – იუანის არც ერთ ნომინალზე არ არის დატანილი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ადამიანთა მსგავსად, პრიმატების რიგის მაიმუნებს – გორილებს, რომელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 50 წლით არის განსაზღვრული, – 32 კბილი გააჩნიათ.
* * *
7. სპილოების გუნდში – მატრიარქატია გამეფებული. შესაბამისად, სპილოთა გუნდის „ყოჩის” ფუნქციებს მოწიფული და ფიზიკურად ძლიერი მდედრი სპილოები ასრულებენ.
* * *
8. პირველი უნივერსიტეტი ამერიკის კონტინენტზე – „სან-მარკოსი”, პერუს დედაქალაქ ლიმაში 1551 წლის 12 მაისს იქნა გახსნილი.
* * *
9. ბაყაყებს ნერვული სისტემა კი გააჩნიათ, თუმცა ცუდად აქვთ განვითარებული.
* * *
10. ჩრდილოეთ ირლანდიაში კანონები ჩვეულებრივ ქაღალდზე კი არ იწერება, არამედ სპეციალურად დამუშავებულ ხბოს ტყავზე, რომელსაც – „ველენი” ეწოდება. – (ავტორი გენია.ჯი)