ემილ ზოლა – „ეპიზოდი”
დიდი ფრანგი მწერლის – ემილ ზოლას (1840-1902 წლები) შემოქმედება იმთავითვე მძაფრი კრიტიკის ქვეშ მოექცა საზოგადოების მხრიდან. (ავტორი გენია.ჯი) „ჩემს წიგნებს ამორალურს ეძახიანო”, – ამბობდა კიდეც იგი. საზოგადოების აზრს იზიარებდნენ თვით ემილ ზოლას უახლოესი მეგობრებიც. ასე მაგალითად: გენიალური ფრანგი პოსტ-იმპრესიონისტი მხატვარი – ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი, თავისი მეგობრის ლიტერატურულ ქმნილებებს მეტისმეტად სექსუალური სიუჟეტის მქონე ნაწარმოებებად მიიჩნევდა, რასაც არც უმალავდა ავტორს. „ზედმეტად უხამსიაო” – არა ერთხელ უთქვამს ლოტრეკს ზოლასათვის.
ერთხელ ფრანგ მწერალს ლოტრეკს ემილისათვის უკითხავს:
„ – წაიკითხეთ, ამ საღამოს გაზეთში როგორ აკრიტიკებენ თქვენს „ჟერმინალს”?
- არა. რაო, რას ამბობენ? – საპასუხოდ იკითხა ზოლამ.
- თქვენ, მეცხრამეტე საუკუნის ყველაზე გახრწნილ მწერლად გთვლიან. – არ დაუმალა მტკივნეული სიმართლე მეგობარმა.
- ეგ ძველია. ნუთუ ახალი ვერაფერი მოიგონეს?” – უდარდელად გაკვირვებია დიდ ფრანგ ლიტერატორს და შემდეგ კვლავაც განუგრძია – „ხალხს არ ესმის, რომ ხელოვნება თვითონაა ამორალურიო”. – (ავტორი გენია.ჯი)