ოთარ ჭილაძე წერდა…
„ჩვენ ყურის აწევა არ გვსიამოვნებს, მაგრამ სხვას რომ ლაყუჩები აქვს ახეული, არაფრად მიგვაჩნია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვალი, რომლის ანაზღაურებასაც წინასწარ არავინ გავალდებულებს, იგივე მოწყალებაა და სიცოცხლეს თუ გინარჩუნებს, სამაგიეროდ, საკუთარი თავის რწმენას გიკარგავს და ყოველნაირი ბრძოლის სურვილს გისპობს”.
* * *
„წიგნში მივძვრებოდი, როგორც მატლი დამპალ ნაყოფში, ვიდრე ფსკერამდე არ დავედი და ერთხელ კიდევ არ დავრწმუნდი იმაში, რაც აქამდეც ვიცოდი. ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო. ამას ამბობს ყველა წიგნი, ეკლეზიასტე იქნება, მეფეთა, ნეშტთა, რიცხვთა თუ რჯულთა”.
* * *
„სანამ ხარ, შენი ადგილი ქვეყნად მიუღწეველი იქნება სხვისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკვდილ-სიცოცხლე ერთია ჩემთვის”.
* * *
„არც მე ვეყოფი ამ მიწას ლუკმად”.
* * *
„ჩემზეც ვრცელდება ადამის ცოდვა, ყველა ჩვენგანზე გადმოდის იგი, ამიტომ ყველა ჩვენგანის ტანჯვა ვალის მოხდაა…”
* * *
„უნდა შეიგნო, რომ მოკვდავი ხარ!” – (ავტორი გენია.ჯი)