ფრანც კაფკა – „ეპიზოდი”
გამხდარი, მაღალი, თუმცა ყოველთვის მხრებში მოხრილი, მორცხვი და არაკომუნიკაბელური, ნერვიული და ეჭვიანი გერმანულენოვანი ჩეხი მწერლის – ფრანცს კაფკას გარდაცვალების ფაქტი არა მარტო ფართო საზოგადოებისათვის დარჩა შეუმჩნეველი, არამედ ლიტერატურული წრეებისთვისაც კი. (ავტორი გენია.ჯი) თავისი უკანასკნელი წერილი გენიალურმა ლიტერატორმა საკუთარ მშობლებს მიუძღვნა. მაშინ კაფკას უკვე წართმეული ჰქონდა მეტყველების უნარი. ერთადერთი ნეკროლოგი, რომელიც ერთ-ერთ პრაღულ გაზეთში გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შესახებ, ფრანცის უახლოესი მეგობარი ქალის, ცნობილი ჩეხი მწერლისა და ჟურნალისტის – მილენა ესენსკაიას მიერ იქნა დაწერილი. ესენსკაია კაფკას არა მხოლოდ კარგი მეგობარი იყო, არამედ მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელიც გახლდათ. „კაფკა ხედავდა უხილავი დემონებით სავსე სამყაროს. დემონებით, რომლებიც პირწმინდად ანადგურებენ დაუცველ ადამიანს. იგი იყო ზედმეტად გამჭრიახი ცხოვრებისთვის და ზედმეტად სუსტი ბრძოლისთვისო”, – წერდა ნეკროლოგში ჩეხი მწერლის მეგობარი ქალი.
კაფკას ანდერძის თანახმად, ყველა მისი ხელნაწერი უნდა განადგურებულიყო. საბედნიეროდ, მწერლის ანდერძი ფრანცის მეგობარმა – მაქს ბროდმა არ აღასრულა. ის კი არადა, მათ თავი მოუყარა მათ და გამოაქვეყნა. რაც შეეხება პირად წერილებს, კაფკას საყვარელმა ქალმა – დორა დიამანტმა ისინი ცეცხლს მისცა ჩეხი ლიტერატორის ანდერძის შესაბამისად. – (ავტორი გენია.ჯი)