ანა ახმატოვა – „ეპიზოდი”
რუსულ პოეზიაში „ვერცხლის საუკუნედ” წოდებულ პერიოდში მოღვაწე საყოველთაოდ ცნობილი რუსი პოეტი ქალი – ანა ახმატოვა (1889-1966 წლები), არა მხოლოდ დიდებული პოეტური ნიჭით იყო დაჯილდოვებული, არამედ შესაშური ფიზიკური შესაძლებლობებითაც გამოირჩროდა. (ავტორი გენია.ჯი) სხეულის სიჯანსაღესა და ზოგადად, სპორტს, იგი ყოველთვის დიდ დროს უთმობდა. ცურავდა ბრწყინვალედ; იცოდა ცხენით ჯირითი; ფლობდა თხილამურებსა და ციგურებზე სრიალის ხელოვნებას; გამოირჩეოდა სხეულის განსაკუთრებული მოქნილობით. ახმატოვა ხშირად იწვევდა ხოლმე სახლში მეგობრებს, რომელთა წინაშეც შემდგომ არაჩვეულებრივ აკრობატულ წარმოდგენებს მართავდა. „ყოველი ასეთი გამოსვლის ჟამს, ახმატოვა – „ქალ-გველს” მოგაგონებდათ. იგი იმდენად მოქნილი იყო, რომ თავისუფლად შემოიდებდა ხოლმე ფეხს კისერზეო”, – გვამცნობდა ანას ერთ-ერთი მეგობარი – ვერა ნევედომსკაია. – (ავტორი გენია.ჯი)