გარი კასპაროვი – „ეპიზოდი”

ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოჭადრაკედ აღიარებული - გარი კასპაროვის ძაღღვებში ორი ეროვნების სისხლი ჩქეფს. ჭადრაკში მსოფლიოს მე-13 ჩემპიონის მამა – კიმ ვაინშტეინი ეროვნებით ებრაელი გახლდათ, ხოლო დედა – კლარა კასპაროვა კი სომეხი ეროვნების ქალბატონს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) დედის, მაშასადამე, ყარაბაღელი სომხების გვარი გარიმ იმ მარტივი მიზეზით აიღო, რომ საბჭოთა სპორტულ სამყაროში თავის დამკვიდრება უფრო გაიოლებოდა. მაშინ მოგეხსენებათ, რომ ებრაელებს „წითელ იმპერიაში” დიდად არ სწყალობდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ოჯახმა ერთობლივად მიიღო ჯერ კიდევ 1970-იანი წლების დასაწყისში.

მოგვიანებით, ყარაბაღის საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას, მან ბრლიანტებით მოჭედილი უნიკალური გვირგვინი შეწირა კონფლიქტის ზონიდან დევნილ სომეხ მოსახლეობას. ეს ძვირფასი ნივთი კასპაროვმა აუქციონზე 1,7 მილიონ დოლარად გაყიდა, რის შემდგომაც შემოსული თანხა სრულიად გადარიცხა სომეხი ლტოლვილების ანგარიშზე. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>