ალექსი კოსიგინი – „ეპიზოდი”
„არითმომეტრი” – ასეთი სახის მქონე არითემატიკული ოპერაციების შესასრულებელ აპარატს ადარებდა კრემლის „რუხ კარდინალად” მიჩნეულ ცნობილ საბჭოთა პარტიულ და სახელმწიფო მოღვაწეს – ალექსი კოსიგინს (1904-1980 წლები) იოსებ სტალინი. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, თავისი დროის ერთ-ერთ უდიდეს ინტელექტუალად მიჩნეული კოსიგინი, ვისი ტალანტიც პირველმა სწორედ სტალინმა აღმოაჩნია, ფენომენალური მეხსიერებით იყო დაჯილდოვებული, რასაც ყოველთვის ხაზს უსვამდა საბჭოეთის ყოვლისშემძლე ბელადი. ამბობენ, მისი მეხსიერება წარმოუდგენელი რაოდენობის ინფორმაციას ინახავდაო. მას ყოველგვარი მომზადების გარეშე შეეძლო ყველა ის ზუსტი ციფრი დაესახელებინა, რაც სახალხო მეურნეობასთან გახლდათ დაკავშირებული. მოკლედ რომ ვთქვათ, კოსიგინი სრულად პასუხობდა საბჭოთა მეურნის იდეალურ მოთხოვნილებებს.
მიუხედავად ამისა, გენსეკს კოსიგინთან ურთიერთობაში პრინციპული დისტანცია ეკავა. ეს იმაშიც კარგად ჩანს, რომ მოლოტოვის, ხრუშჩოვისა და ვოროშილოვის მსგავსად, იგი არასოდეს იწვევდა მას თავის აგარაკზე. – (ავტორი გენია.ჯი)