იცით თუ არა, რომ?!
1. ერთადერთი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით, რომლის მოსახლეობის 90% სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, აღმოსავლეთ აფრიკაში განთავსებული სახელმწიფო – მალავის რესპუბლიკაა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ცენტრალურ აფრიკაში არსებული სახელმწიფო – ანგოლის რესპუბლიკა, რომლის მოსახლეობის 92%-ს ქრისტიანები შეადგენენ, იმ უიშვიათესი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რაომელშიაც არც ერთი მუსულმანური სალოცავი არ ფუნქციონირებს. უკანასკნელი მეჩეთი ანგოლაში 2015 წლის 31 აგვისტოს დაიხურა ქვეყნის პრეზიდენტის – ჟოზე ედუარდუ დუშ სანტოსის უშუალო ინიციატივით. „ეს გახლავთ მუსლიმანური გავლენის საბოლოო დასასრული ჩვენს ქვეყანაშიო”, – ასე განაცხადა მისი დახურვის დროს პრეზიდენტმა.
* * *
3. მგელს მთელი 20 წუთის განმავლობაში ძალუძს შეუსვენებლივ სირბილი.
* * *
4. ხავსი – ყვავილობას არასოდეს არ ექვემდებარება.
* * *
5. გეპარდები იშვიათად სვამენ წყალს. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეექცევიან არსებობისათვის ესოდენ საჭირო სითხეს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. გენიალური რუსი კომპოზიტორის – პეტრე ჩაიკოვსკის პირადი ბიბლიოთეკა – 1 239 წიგნიაგან შედგებოდა.
* * *
7. საღვთო რომის სახელოვან იმპერატორს – კარლოს I დიდს საშინლად სძულდა ძვირადღირებული ძვირფასი სამოსის ტარება, რის გამოც ხშირად უბრალო ხალხის მსგავსად იმოსებოდა.
* * *
8. დღეისათვის დედამიწაზე პინგვინისნაირთა 18 სახეობაა გავრცელებული.
* * *
9. დიდ რუს მწერალს – ნიკოლოზ გოგოლს განსაკუთრებით უყვარდა რომგარეული თხის რძის მირთმევა, რომელსაც თავის მხრივ, – „გოგოლ-მოგოლს” ეძახდა.
* * *
10. ცოცხალი არსებების უდიდეს ნაწილს ჩვენს პლანეტაზე – 70%-ს, ბაქტერიები წარმოადგენენ. – (ავტორი გენია.ჯი)