„სოიუზმულტფილმი” – (ეპიზოდი)

საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი უდიდესი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მულტიპიკაციური ფილმების სტუდია - „სოიუზმულტფილმი”, 1936 წლის 10 ივნისს იქნა დაარსებული იოსებ სტალინის პირადი ინიციატივის საფუძველზე. ბედის ირონიით, ხელისუფლებამ ბავშვებისათვის განკუთვნილი ახლადგახსნილი მულტიპიკაციური სტუდიის ოფისად მოსკოვში არსებული „წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის” სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია შეარჩია. ღვთისმოძულე წითელმა მთავრობამ სხვა უამრავი ტაძრის მსგავსად, ეს უნიკალური ტაძარი ჯერ დახურა, შემდეგ გადააკეთა და ბოლოს იგი დღეისათვის ეგზომ პოპულარული მულტიპიკაციური სტუდიის – „სოიუზმულტფილმის” სათავო ოფისად აქცია.

თანამედროვე პერიოდში, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ეკლესია დედა ეკლესიის წიაღს დაუბრუნდა და აღიდგინა ძველი ფუნქცია და სახე. – (ავტორი გენია.ჯი)

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ტაძარი („სოიუზმულტფილმი”-ს სათავო ოფისი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>