კატალინა არაგონელი – „ეპიზოდი”

ინგლისის ცოლთმოძულეობით გამორჩეული მეფის – ჰენრი VIII ტიუდორის მეუღლე, დედოფალი – კატალინა არაგონელი (1485-1536 წლები), თავისი ღრმადმორწმუნეობის გამოისობით, ხალხმა „რელიგიურ ფანატიკოსად” შერაცხა თავის დროზე. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, იგი ყოველთვის უმკაცრესად იცავდა მარხვას. უმკაცრესად-თქო იმიტომ ავღნიშნე, რომ მარხვის პროცესში, რაოდენ დიდხნიანიც უნდა ყოფილიყო იგი, კატალინა მხოლოდ და მხოლოდ პურითა და წყლით იკვებებოდა. ისიც დანაყრებამდე და არა გაძღომამდე. ფაქტობრივად – შიმშილობდა. მარხვის რეგულარულად მკაცრი წესებით დაცვამ დროთა განმავლობაში არაგონელი ნერვული ანორექსიითაც კი დააავადა. „კატალინა თითქმის არ ჭამს, რამაც ის დაასნეულაო”, – შფოთავდნენ დედოფლის ოჯახის წევრები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, განსაკუთრებით კი ფიზიკური სისუსტით შეძრწუნებულმა ჰენრი VII ტიუდორმა თავისი ვაჟი – ჰენრი VIII აიძულა, რომის პაპისათვის გაეგზავნა წერილი, რათა პონტიფიკოსს კატალინასათვის ჭამა დაეძალებინა. კატალინამ რომის პაპისაგან მართლაც მიიღო წერილი, თუმცა, მიუხედავად მისდამი დიდი პატივისცემისა, ჩვეულ წესს მაინც არ გადაუხვია და კვლავაც ძველებური მონდომებით განაგრძო მარხვათა დაცვა. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>