სიგრიდ უნსეტი – „ეპიზოდი”
იმ პერიოდისთვის ყველასათვის უცნობმა ნორვეგიელმა მწერალმა ქალმა - სიგრიდ უნსეტმა (1882-1949 წლები), თავისი სადებიუტო (ისტორიული ჟანრის) ლიტერატურული ქმნილება 1905 წელს გადასცა გამომცემლებს გამოსაქვეყნებლად. რამდენიმე ხანში, საგამომცემლო სახლის რედაქტორმა ავტორს რომანის გამოქვეყნებაზე უარი ასეთი შინაარსის მქონე წერილით აცნობა: „შემდგომში ისტორიული ჟანრის მქონე რომანები აღარ დაწეროთ… ეცადეთ, რაიმე თანამედროვე თემატიკაზე იმუშაოთ”. (ავტორი გენია.ჯი) გავიდა ხანი… სიგრიდი 1928 წელს ნობელის პრემიით იქნა დაჯილდოვებული. შედეგად იგი სამი ნორვეგიელი მწერლიდან ერთ-ერთ იმათგანად იქცა, ვისაც ეგზომ დიდი პატივი ხვდა წილად ლიტერატურულ ასპარეზზე – სიგრიდ უნსეტი, კნუტ ჰამსუნი და ბიორნსტიერნე ბიორნსონი. ბედის ირონია ამ შემთხვევაში ერთ საყურადღებო გარემოებაში მდგომარეობდა: ნობელის კომიტეტმა უნსენტი სწორედ იმიტომ გამოარჩია სხვა კანდიდატებისაგან, რომ შუა საუკუნეების ნორვეგიის ისტორიული მოვლენები აღწერა ბრწყინვალედ და კოლორიტულად. ისტორიული ჟანრის რომანზე მუშაობას კი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მშობლიური გამომცემლობები არ ურჩევდნენ, რადგან ნობელის კომიტეტის წევრებისაგან განსხვავებით, ისინი მის შემოქმედებაში ვერაფერს ხედავდნენ განსაკუთრებულს და მოსაწონს. – (ავტორი გენია.ჯი)