“დაო დე ძინი”
“დაო დე ძინი” – აღნიშნავს “წიგნი გზისა და ღირსებისას”.იგი გახლავთ იმ ფუძემდებლურ წყაროზე დაყრდნობილი სწავლება,რომელიც დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ უდიდეს დანიშნულების მქონე ძეგლად ჩინური აზროვნებისა.მან გავლენა იქონია,არა მარტო ჩინურ კულტურაზე,არამედ მთელ მსოფლიოზეც კი.უმთავრესი დანიშნულება წიგნისა გახლავთ “დაოს ცნებების გაგება”.აღსანიშნავია,რომ დავა,თუ ვინ არის ავტორი ესოდენ მნიშვნელოვანი ისტორიული,კულტურული,ფილოსოფიური და რელიგიური წიგნისა დღემდე გრძელდება. (ავტორი გენია.ჯი) ირწმუნებიან,რომ საერთო რაოდენობა “დაო დე ძინის” კლასიკური კომენტარებისა შეადგენდა 700 კომენტარს,თუმცა ჩვენამდე მხოლოდ 350-მდე კომენტარმა მოაღწია.ასევე ცნობილი ფაქტია,რომ მათ შორის 250-მდე იაპონური კომენტარი უნდა ყოფილიყო.წიგნის ტრადიციულ ავტორად მიიჩნევენ უდიდეს ჩინელ ფილოსოფოსსა და სწავლულს ლაო-ძის (ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები) და სახელწოდებაც წიგნისა მისგან მომდინარეობს.ძველი ჩინელი ისტორიკოსი სიმა ციანი (ძვ.წ.აღ-ით 145-90 წლები) კი უარყოფდა აღნიშნულ ავტორის ვერსიას და ირწმუნებოდა,რომ წიგნის ავტორი გახლდათ გენიალური ჩინელი ფილოსოფოსის კონფუცის (ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები),თანამედროვე – ლაო ლაი ძი,რომელიც იმ პერიოდისათვის სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა.როგორც ცნობილი ჩინელი ისტორიკოსები – ლიან ციჩაო და გუ ძეგანი ამტკიცებდნენ,”დაო დე ძინის” ტექსტი შედგენილი უნდა ყოფილიყო არა ლაო ძის პერიოდში,არამედ შედარებით უფრო გვიან,კერძოდ ჩჟან გოს პერიოდში (ძვ.წ.აღ-ით IV-II საუკუნეები) და შესაბამისად ავტორი ლაო ძი ვერ იქნებოდა.საწინააღმდეგოს ამტკიცებდა სხვა ჩინელი ისტორიკოსი გო მოჟო და სხვები.ამ მიზეზთა გამო ზუსტად არ არის ცნობილი ესოდენ მნიშვნელოვანი წიგნის ავტორის ვინაობა. (ავტორი გენია.ჯი) “დაო დე ძინის” ტრაქტატი დაფუძნებულია ლაო ძის ფილოსოფიაზე დაოსიზმის ირგვლივ.დოქტრინის ცენტრში აღებულია დაოს სწავლებები საერთო კანონებსა და აბსოლუტიზმზე.წიგნში წერია,რომ დაო ბატონობს ყველგან და ყველაფერზე,იგი არავის შეუქმნია,თუმცა დედამიწაზე არსებული, ყველაფერი მისგან მომდინარეობს.წიგნში მოყვანილი უძველესი კომენტარი ეკუთვნის ხშან გუნუს და ასახავს პერიოდს ხანის დინასტიისა (ძვ.წ.აღ-ით III საუკუნე).ამ წიგნმა უდიდესი ფილოსოფიური გავლენა იქონია კაცობრიობაზე,ხოლო ჩინეთში იგი საფუძველი გახდა დაოსიზმის რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობის ჩაყრისა.”დაო დე ძინი” ნათარგმნი იქნა მრავალ უცხო ენაზე,თუმცა ყველაზე ცნობილი მისი თარგმანი გაკეთებულ იქნა სანსკრიტულ ენაზე VII-VIII საუკუნეებში.ლათინური თარგმანი კი დღემდე ინახება ინგლისში.საერთო ჯამში - ”დაო დე ძინი” ნათარგმნი იქნა 250 ენაზე და იგი თარგმანების მხრივ მხოლოდ ქრისტიანთა უწმინდეს წიგნს – “ბიბლიას” ჩამორჩება. (ავტორი გენია.ჯი)