ანანდავარდჰანა
ანანდავარდჰანა - დაიბადა 820 წელს ქაშმირში (თანამედროვე ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარე შტატი).იგი გახლდათ გამოჩენილი ინდოელი სწავლული,პოეტი,ლიტერატურის თეორიტიკოსი.გარდა ამისა ავტორია ცნობილი კომენტარებისა წიგნებზე – “დჰავანიალოკა” (სინათლის გამოძახილი) და “დჰავანიკარიკე” (სტროფები გამოძახილი) და “დჰვანი”,რომელთა ავტორებიც დღემდე დაუდგენელია.მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა IX საუკუნის 60-90 წლებში მიმდინარეობდა.ეს პერიოდი კი ემთხვევა მეფე ავანტივარნამას მმართველობის პერიოდს. (ავტორი გენია.ჯი) ქაშმირის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში,აღნიშნული ეტაპი,საუკეთესო პროდუქტიულ ხანად არის მიჩნეული.ეს გახლდათ პერიოდი,როდესაც ფართოდ იყო საზოგადოებაში გავრცელებული მუსიკის,ქანდაკების,პოეზიისა და არქიტექტურის ხელოვნებები.ამ მიზეზთა გამო ანანდავარდჰანას საკმაოდ კომფორტულ გარემოში მოუწია მოღვაწეობა და არ განიცდიდა ნაკლებობას ნიმუშებისა,საკუთარი თეორიტიკული სამუშაოსათვის.მისი შემოქმედების უმთავრეს სფეროებს წარმოადგენდა: პოეზია,დრამა,ფილოსოფია,ღვთისმეტყველება,ბუდისტური ტექსტები და უძველესი ცოდნა.თავის ნაწარმოებებს სანსკრიტულ ენაზე წერდა. (ავტორი გენია.ჯი) მის უმთავრესს ნაშრომად მიჩნეულია მხატვრული ნაწარმოები “დჰვანი” (გამოძახილი,ექო).თავად ავტორი “დჰვანს” მიიჩნევდა “პოეზიის ატმანად” (ერთ-ერთი უმთავრესი და ცენტრალური გაგება ინდური ფილოსოფიისა და რელიგიისა,რომელიც აღნიშნავს “სულს”).აღსანიშნავია,რომ ასეთი პოეტური ჟანრი,რომელიც დამყარებულია ძირითადად “პოეტურ საუბრებთან”,მას განასხვავებს სხვა დანარჩენ პოეტურ ჟანრებთან.”დჰვანის” პოეტური ნაწარმოების ღირსება ჩნდება წარმოსახვითი აზროვნების მეშვეობით,რომელიც შეიცავს სამ ძირითად სახეს: “პოეტური ფიგურა” (ალამკარა-დჰვანი),”აზრი” (ვასტუ-დჰვანი) და “განწყობა” (რასა-დჰვანი).ანანდავარდჰანა გარდაიცვალა 890 წელს ქაშმირში.მისმა შემოქმედებამ კი დიდი გავლენა იქონია შემდგომი თაობების ინდოელ (ქაშმირელ) პოეტებსა და ფილოსოფოსებზე. (ავტორი გენია.ჯი)