გიორგი ერისთავი – „ერთი კაცი წვა სნეული”

ერთი კაცი წვა სნეული, თითქმის რომ სული ხდებოდა,

თავს უჯდა ცოლი ყმაწვილი, ჰსტიროდა, ზედ აკვდებოდა.

ცოლს უთხრა მომაკვდავის ხმით: „ადე და დახურე კარი.

მოდი, აქ დაჯექ, ხო ვკვდები, მაშ ჭეშმარიტად მითხარი:

ჩემმა ტოლებმა ჩხუბშია წამომაყვედრეს, ვითომცა

ფილიპემ სეირნობაში სამჯერ ტუჩებში გაკოცა.

ნუ ჩამაყოლებ ჯავრათა, მართლა ხო არა გყვარობდა?

იქნებ გაცდინა და მისთვის ისრე გულითა ხარობდა”.

ცოლმა მიუგო წუწუნით: „მე სწორედ გაგიტყდებოდი,

თუ რომ ვიცოდე, რომ ეხლა უთუოდ შენ მოჰკვდებოდი”.

კომენტარის დატოვება