აშოკა – „ეპიზოდი”
ძინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი იმპერატორის – აშოკას (ძვ.წ.აღ-ით 304-232 წლები) მიერ დაწერილ ისტორიულ ანალებში, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, არსად არის მოხსენიებული – რამდენი ბრძოლა მოიგო მან თავისი ცხოვრების განმავლობაში, ან, რომელი ქვეყნების დაპყრობით აქცია თავისი ქვეყანა უზარმაზარ იმპერიად. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს უდიდესი ინდოელი მონარქი ერთობ მოკრძალებული და თავმდაბალი სახით წარუდგა მომავალ თაობებს. (ავტორი გენია.ჯი) ინდოეთის პირველი გამაერთიანებელი მეფე, ვინაც მთელი 40 წლის განმავლობაში განაგებდა მას, იმთავითვე უდიდეს ყურადღებას უთმობდა ქვეყნის განვითარებას. მისი უშუალო ინიციატივით იხსნებოდა სკოლები და საავადმყოფოები, იგებოდა ახალი გზები, ეწყობოდა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. აშოკას ხელისუფლებაში ყოფნის ჟამს საგრძნობლად გაუმჯობესდა ინდოეთის ეკონომიკა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქვეყანა ყვაოდა. აშოკას 35 გრძელ ჩანაწერში კი იგი არსად იქებს თავს ეგზომ წარმატებული მოღვაწეობისთვის. ერთადერთი ომი, რომელიც ინდოელი მეფის ისტორიულ ანალებშია ნახსენები, კალინგას სამეფოს დაპყრობაა. თუმცა იქვე აშოკა იმასაც ირწმუნება, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს არანაირი წარმატების მისაღწევადო.
„იმ ოცდაექვსი წლის განმავლობაში, რაც ქვეყანას ვმართავ, უამრავი სახეობის ცხოველი იქნა გადარჩენილი და აყვანილი მფარველობის ქვეშ: თუთიყუშები, გარეული იხვები, კუები, ღამურები, თევზები, ციყვები, ირმები, მტრედები და ყველა სხვა სახეობის ოთხფეხა არსება… თხები, ღორები, ცხვრები”. – ამ ჩანაწერით აშოკამ დაადასტურა, რომ იგი ქვეყნის წარმატებული მმართველობით კი არ იქებდა თავას, არამედ იმით, რომ ცხოველებსა და ფრინველებზე იჩენდა განსაკუთრებულ მზრუნველობას. ამიტომაც მოიხსენიებენ ინდოეთის პირველ გამაერთიანებელ მონარქს, როგორც – „ცხოველების დიდი მეგობარი”. – (ავტორი გენია.ჯი)