კარლ მარქსი – „ეპიზოდი”

„კომუნისტური პარტიის მანიფესტი”-ს ავტორი, დიდი გერმანელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე – კარლ მარქსი (1818-1883 წლები), ჰიგიენის დაცვის მხრივ ყოველთვის დიდ ენთუზიაზმს არ ამჟღავნებდა. ის კი არადა, თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მან ბანაობა „ბურჟუაზიულ გადმონაშთად” მიიჩნია, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება, საერთოდ შეეწყვიტა აბაზანების მიღება. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მარქსი ერთობ ცუდ შედეგებამდე მიიყვანა: დაუბანლობამ მას სხეულზე განუვითარდა კანის რამდენიმე დაავადება, რომელთან ბრძოლისგანაც იგი რატომღაც თავს იკავებდა. ასე მაგალითად: კარლი დასნებოვდა – ფურუნკულიოზით (ჩირქოვანი გამონაყარი კანზე). ასეთი სახის გამონაყარი მას ხელებზეც მრავლად გააჩნდა, რასაც მისი იმ პერიოდის ხელნაწერი ფურცლებიც მოწმობს, რადგან მათზე აშკარად ფიქსირდება ჩირქოვანი სისხლის კვლები. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>