ონორე დე ბალზაკი წერდა…

„ – იცი, შვილო, თუ გინდა ღირსეული ადამიანი იყო, მიცემული სიტყვა წმიდათაწმიდა უნდა იყოს შენთვის და ვალდებული ხარ ისე დაიცვა, როგორც საკუთარი პატიოსნება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვერაფრით გამიგია, რა ასეთი ძალაუფლება უპყრია ქალს, რომ რასაც უნდა იმას აკეთებს. უპირატესობა მუდამ ქალის მხარეზეა, თუმცა გარეგნულად ვითომ სუსტნი არიან”.

* * *

„დამიჯერეთ, პირველი სიყვარული არ შეიძლება ოდესმე სხვით შეიცვალოს”.

* * *

„რას არ გაიღებს კაცი ბედნიერების გულისთვის?”

* * *

„იძულებული ვარ საზოგადოების კანონებს დავემორჩილო”.

* * *

„ძნელია ბრძოლა განსვენებულთან. იგი ვეღარ ჩაიდენს სისულელეებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დღეს სიყვარული თავისი საუკუნის ელფერს იღებს. იმის მაგივრად, რომ უწინდებურად სიყვარული საქმით დაამტკიცონ, მასზე თათბირობენ, ბჭობენ, მასზე ტრიბუნიდან მსჯელობენ”.

* * *

„არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთათვის მომავალი დღევანდელი საღამოთი იფარგლება”.

* * *

„უფლებას არავის მივცემ შემიცოდოს, მომიტევოს ან განმსაჯოს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>