უილიამ გოლდინგი – „ეპიზოდი”
ნობელიანტი ინგლისელი მწერალი – სერ უილიამ ჯერალდ გოლდინგი (1911-1993 წლები), ერთობ გულჩათხრობილ და არაკომუნიკაბელურ პერსონას წარმოადგენდა. ბავშვობის ჟამს მისი სახლი ძველი სასაფლაოს გვერდით მდებარეობდა. შედეგად, ასეთი პირქუში ადგილების მიმართ მას მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში დასჩემდა აუხსნელი შიშები. (ავტორი გენია.ჯი) გარდა სასაფლაოებისა, გოლდინგს საშინელი ფობია გააჩნდა ასევე ქვეწარმავლების, ფეხსახსრიანი არსებების, სიმაღლისა და ინექციების მიმართაც. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლიტერატორის დედა ფსიქიკური აშლილობით იყო დაავადებული. ფსიქიკური შეტევების პროცესში იგი თავის პატარა ვაჟიშვილს ხან დანას ესროდა და ხანაც სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. საბედნიეროდ, ყველა ამ ინციდენტმა მშვიდობიანი დასასრული ჰპოვა.
„მეგობრები არასოდეს არ მყოლიაო”, – ამბობდა მოგვიანებით უილიამი და მართლაც, ოჯახურ გარემოში მზარდი კაცი ძირითადად მარტოხელა ცხოვრების მიმდევარი იყო.
ვინც გოლდინგს კარგად იცნობდა, დარწმუნებული იყო იმაში, რომ მის სულში ნამდვილ ეშმაკს ჰქონდა ადგილი დავანებული. მწერალი აღიარებდა, რომ, თავის დროზე, 15 წლის ასაკში მყოფ ყმაწვილ გოგონაზე შეეცადა ძალადობის განხორციელებას, რაც საბედნიეროდ არ გამოუვიდა. გარდა იმისა, რომ უყვარდა სპირტიანი სასმელების მოხმარება და გააჩნდა საშინელი სიმთვრალე; ცუდად ერკვეოდა ადგილმდებარეობათა ორიენტაციაშიც, რის გამოც ხშირად ერეოდა ხოლმე ტარაბუა; უყვარდა გარშემომყოფი ადამიანების დამცირება და მათზე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება…
გარკვეული ხნის განმავლობაში, უილიამ გოლდინგი სკოლაში მუშაობდა პედაგოგად, რა დროსაც ბავშვებს უამრავ თავსატეხ გამოცდას უწყობდა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ პედაგოგი თვითონ ცდილობდა ბავშვებში ერთმანეთის მიმართ აგრესია და სიძულვილი გაეღვიძებინა. „მე ეშმაკი ვარო!” – იცოდა ხოლმე თქმა უილიამმა, რასაც მისი მოწაფეებიც დიდსულოვნად დაეთანხმებოდნენ ალბათ. – (ავტორი გენია.ჯი)