ეკატერინე II – „ეპიზოდი”
რუსეთის საყოველთაოდ ცნობილმა იმპერატორმა ქალმა – ეკატერინე II დიდმა (1729-1796 წლები), ერმიტაჟის საიმპერატორო სასახლეში ქცევის ბევრ ისეთ ახალ ეტიკეტს ჩაუყარა საფუძველი, რომელთა აღსრულებაზეც პირადად ანხორციელებდა კონტროლს. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის ერთ-ერთი ეტიკეტი – მრავალსიტყვიერებასა და მრავლისმეტყველებასაც შეეხებოდა. როგორც ცნობილია, ეკატერინეს ძალიან აღიზიანებდა ქვეშევრდომთა გრძელი გამოსვლები სიტყვით. მისი აზრით, ბევრი და არაფრისმთქმელი სიტყვები ადამიანში დაბნეულობის მეტს არაფერს იწვევდნენ. ამიტომ მან ყველა თავის ქვეშევრდომს აუკრძალა მრავალსიტყვიერება მისი თანდასწრებით. აღნიშნული ეტიკეტის დარღვევა სამი სახის ჯარიმით ისჯებოდა. პირველი: ნებისმიერ სეზონზე, თუნდაც ზამთარში, „დამნაშავე” იძულებით სვამდა ერთობ მოზრდილი ჭიქიდან საგულდაგულოდ ჩაციებულ, ყინულოვან წყალს; მეორე: „დამნაშავეს” ვასილი ტრედიაკოვსკის პოემიდან – „ტელემაქიდა” უნდა წაეკითხა რამდენიმე სტროფი.
თავის მხრივ კი, ცნობილი რუსი პოეტისა და ფილოლოგის – ვასილი ტრედიაკოვის ეპიკური ჟანრის პოემა – „ტელემაქიდა” ძალიან რთულ ენაზე იყო დაწერილი და იმ პერიოდში გაუგებარ და აბსურდულ ლიტერატურულ ქმნილებად განიხილებოდა. შესაბამისად, მისი წაკითხვა „დამნაშავეს” დიდ დისკომფორტს უქმნიდა მეტყველების პროცესში.
ყველაზე „სასტიკი” ფორმით ამ შემთხვევაში ის ადამიანები ისჯებოდნენ, რომლებიც ზემოაღნიშნული დარღვევების რაოდენობით – „რეციდივისტებს” წარმოადგენდნენ. ესე იგი, რამდენჯერმე ჰქონდათ ასეთი სახის დარღვევა ჩადენილი: „დამნაშავეები” ვალდებულები იყვნენ არათუ წაეკითხათ რთულად სამეტყველო ტექსტით დაწერილი ვასილი ტრედიაკოვის პოემა, არამედ ათი სტროფი დაეზეპირებინათ კიდეც ამ ურთულესი ტექსტის მქონე ლიტერატურული ნაწარმოებიდან. – (ავტორი გენია.ჯი)