კარლ მარქსი – „ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე – კარლ მარქსი თავის მეუღლეზე, გერმანელ ბარონესა ქალზე – ჟენი ფონ ვესტფალენზე 1836 წლის ზაფხულის თვეში დაქორწინდა. ცხოვრების ბედუკუღმართობამ სახელოვანი და მდიდარი ოჯახის ქალიშვილი დროთა განმავლობაში უკიდურეს სიდუხჭირეში ჩააგდო. (ავტორი გენია.ჯი) კარლ მარქსის მიერ გამომუშავებული გროშები ოჯახის სარჩენად საკმარისი არ იყო, რის გამოც ცოლ-ქმრის წყვილი იძულებული ხდებოდა დრო და დრო სახლიდან გაეტანა საყოფაცხოვრებო ნივთები და გაეყიდა. უკანასკნელი ფასეული ნივთი, რომელიც მათ შემორჩათ, ოდესღაც ბარონესად ყოფილი ქალის ნამზითევი საგვარეულო ვერცხლის სამზარეულო ჭურჭელი გახლდათ. 1844 წელს პარიზში მცხოვრები მარქსები იძულებული გახდნენ მასაც შელეოდნენ. ერთ დღეს ჟენიმ ეს უნიკალური სერვიზი გასაყიდად ადგილობრივ იუველირთან მიიტანა. უბრალო გლეხი ქალის მოკრძალებული სამოსით მოსილმა ქალმა იუველირში უმალვე ეჭვი აღძრა, რადგან მისთვის წარმოუდგენელი იყო, ასეთ „გლეხუჭა ქალს”, რომელშიაც ბარონესას ამოცნობა წარმოუდგენელი რამ გახლდათ, არგაილის საგვარეულო გერბის მქონე ეგზომ ძვირადღირებული ნივთი პირად საკუთრებაში ჰქონოდა. მისი აზრით, სერვიზი მოპარული იყო, რის გამოც პოლიციას გამოუძახა. შედეგად, ჟენი ფონ ვესტფალენი დაკავებული იქნა. რომ არა, კარლ მარქსის მიერ საგამოძიებო უწყებისათვის წარდგენილი ოფიციალური დოკუმენტები, საიდანაც მტკიცდებოდა, რომ მისი მეუღლე მართლაც ბარონესა გახლდათ, უდანაშაულო ქალს ალბათ თავისუფლების აღკვეთა არ ასცდებოდა სხვისი ნივთის უკანონოდ მითვისებისთვის. – (ავტორი გენია.ჯი)

ჟენი ფონ ვესტფალენი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>