ნატალია გონჩაროვა – „ეპიზოდი”
ალექსანდრე პუშკინის საყოველთაოდ ცნობილი მეუღლის – ნატალია გონჩაროვას ჯადოსნური სილამაზით უამრავი მამაკაცი გახლდათ მოხიბლული თავის დროზე. მისი უნაკლოდ მშვენიერი გარეგნობის შესახებ ხალხში ლეგენდები დადიოდა, რის გამოც ბევრი შენატროდა მას. (ავტორი გენია.ჯი) ნატალიას ზოგი ლექსებს უძღვნიდა, ზოგი დითირამბებს უმღეროდა, ზოგმაც სამუდამოდ უკვდავყო მისი განუმეორებელი სილამაზე პორტრეტული ჟანრის მქონე ტილოზე. ასე მაგალითად, გონჩაროვა თავიანთ ტილოებზე ასახეს ისეთმა სახელოვანმა რუსმა მხატვრებმა, როგორებიც იყვნენ – ვლადიმერ ჰაუ და ალექსანდრე ბრიულოვი (ზემოთ განთავსებული პორტრეტი). ისინი აშკარად იხრიდნენ ქედს ამ უმშვენიერესი ქალის მომაჯადოებელი სილამაზის წინაშე. ყოველივე ამის ფონზე საკვირველია ის გარემოება, რომ ბუნებაში მოიძებნებოდა ისეთი მამაკაციც, რომელიც პუშკინას სრულიადაც არ მიიჩნევდა ლამაზ ქალად. გენიალურ რუს მხატვარს – კარლ ბრიულოვს ნატალიაში განსაკუთრებით მაინც თვალები არ მოსწონდა. „ელამიაო” – ამბობდა იგი გონჩაროვას შესახებ.
1836 წელს ალექსანდრე პუშკინმა თავისი მეუღლის პორტრეტის დახატვა სწორედ რომ კარლ ბრიულოვს სთხოვა, რაზეც მისგან ზემოაღნიშნული თვალსაზრისისა და შეხედულების გამო – თავაზიანი უარი მიიღო. ის კი არადა, ფერმწერმა ნატალიას მშვენიერი სახე თავის უკვდავ ტილოზე – „პომპეის უკანასკნელი დღე” გამოსახვის ღირსადაც არ მიიჩნია. თუმცა-კი ბევრი ურჩევდა. – (ავტორი გენია.ჯი)
კარლ ბრიულოვი
ნატალია გონჩაროვა-პუშკინას პორტრეტი (ავტორი – ვლადიმერ ჰაუ)