ალექსანდრე ყაზბეგი წერდა…
„ხალხო! გეხვეწებით ამ მოხუცის თავით უფრთხილდით ერთმანეთს, უბრალოდ მტრობას უფრთხილდით! იქნებ ხვალ და ზეგ ეგეთი დღე დაგვადგეს, რომ თითოს თავი ათასად დაფასდეს. მშვიდობიანობას ეცადეთ, თქვენი ჭირიმეთ, მშვიდობიანობას!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წუნს მდებენ ისეთები, რომელთაც არ წაუკითხავთ იმდენი, რამდენიც მე დამიწერია”.
* * *
„მე ვიწოდი ჩემსავე ქვეყანაში უპატრონოდ, ბაითალმანად დარჩენილი. ვიწვებოდი ჩემის მდგომარეობისაგან და ვიწვებოდი ჩემის მოძმე ხალხის მიერ”.
* * *
„მეტად დამჩაგრა საზოგადოების საერთო გულგრილობამ და კაცობრიულის გრძნობის უქონლობამ”.
* * *
„ხალხის გაცნობა მხოლოდ ხალხში შეიძლება და არა რბილს კუშეტკაზედ და სათამაშო ქაღალდისთვის მოწყობილს სტოლებზედ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცის გული ზღვაა, რას არ გაიფიქრებს?”
* * *
„რაი დროება გამოიცვალა! ძალიანი და ავი ხალხი უწინაც იყო და ეხლაც არის, მხოლოდ უწინ ხალხს პირი ჰქონდა, უსამართლოს და ძალის დამტანს მალე მაგიერს გადაუხდიდნენ… კაცი ნამუსისათვის სცხოვრობდა და ნამუსისათვის სიკვდილისაც არ ეშინოდა, თორემ დროი რაია!”